ყველაფერი დაიწყო და მთელი ეს მოგზაურობა გაგრძელდა ძალიან კურიოზულად, არაორგანიზებულად და მოკლედ თუ რამე შეიძლებოდა, ყოფილიყო გაუთვალიწინებელი , ყველაფერი ჩვენ დაგვემართა:)))
აგვისტოში სამუშაოსგან თავისუფალ ერთ დღეს ვსხედვართ კაფეში და ვლაპარაკობთ რა. წავედით, წამოვედით და მოდი, სადმე წავიდეთო. გაგვახსენდა, რომ რამდენიმე ქოუჩერი, რომელსაც ველაპრაკეთ, ან სირიიდან მოდიოდნენ, ან სირიაში მიდიოდნენ აქედან. ხოდა ვიფიქრეთ, რაღაც ალბათ ახლოსაა ეს ქვეყანა და სამოგზაუროდ კაი პონტია, ამდენი ხალხი თუ დადისო :)
ნუ ზოგადად სირიაზე წარმოდგენა გვაქვს, რომ არის აღმოსავლური ქვეყანა, შესაბამისად ეგზოტიკური ჩვენთვის და უცხო და თან არსად რომ არ ხარ ნამყოფი, ჩემს შემთხვევაში, სად წავიდოდი პრინციპში მნიშვნელობა არ ჰქონდა. ავიტაცეთ იდეა, ავჟიტირდით, ოღონდ პრობლემა ისაა, რომ აზრზე ვერ მოვდივართ, სადაა ეს სირია. უბრალოდ ლოგიკურად ვასკვნით, რომ სადღაც ძაან შორს არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ვიცით, ეს ხალხი სახმლეთო გზით გადადის ჩვენიდან. შესაბამისად თვითმფრინავი თუ არ გინდა, ე.ი. ნაკლები დანახარჯია. საერთოდ ვიფიქრეთ დღეს საღამოს ინტერნეტში ვნახოთ და ხვალ-ზეგ წავიდეთ, სამსახურიდან თუ გაგვიშვეს ორივე ერთადო. ნუ, ისე აღვრფთოვანდით, რომ მგონი იმ საღამოსვე წავიდოდით, შვებულება რომ გვქონოდა აღებული. აი, რუკაზე რომ არ ვიცოდით, სადაა, ეგ ძაან გვაწუხებდა, რომ ბოლომდე გაგვეშალა ფრთები :)))თან ვინმესთან დარეკვაც და კითხვაც მიტყდებოდა, ხალხს რამე ჭკვიანი ვგონივარ და მეთქი არ შევლახო ჩემი იმიჯი :)))
მოკლედ იმ საღამოს წასვლა არ გამოვიდა, რა თქმა უნდა, მაინცდამაინც მაშინ გამოჩნდა საქმეებიც სამსახურში და მოკლედ სადღაც 1 კვირით გადაიწია წასვლის ამბავმა.
ამასობაში რუკაზეც ვნახეთ, მარშუტიც ჩამოვაყალიბეთ და მეტნაკლებად გავარკვიეთ ჩვენი ჭკუით დეტალები. სირია უძახე და იმდენი რამე აღმოჩნდა ჩამოსაყალიბებელი. ერთი იყო მარშუტი, საიდან სად უნდა წავსულიყავით. რაც მთავარია, რომელი საზღვრიდან სჯობდა გადასვლა. გვითხრეს, რომ რადგან მარტო ორი გოგო მივდიოდით, შეიძლება მოწყალე თვალით არ გადმოგხედონ საზღვარზე და არ გადაგიშვანო, ანუ შეიძლება, ეჭვი შეეტანათ, რომ სირიაში პროსტიტუციისთვის მივდიოდით, (რატომღაც ეხლა პროსტიტუციისთვის სირიაში რომ წახვიდე )ამიტომ გვირჩიეს, საზღვარი გადაგვეკვეთა თურქეთის იმ ქალაქიდან, საიდანაც უფრო მეტი ტურისტები გადადიან. პლიუს უნდა ჩაგვეცვა მოკრძალებულად საზღვარზეც და ზოგადად.
თურქეთის ქალაქ ერზრუმში ცხოვრობდა ნაცნობი ქოუჩერი, რომელიც დიდი ხანი ეპატიჟებოდა ჩემს მეგობარს, ჩამოდი, ქალაქს დაგათვალიერებინებო და ეს ერზრუმი პირდაპირი ხაზი რომ გადავჭიმეთ რუქაზე ბათუმიდან სირიამდე ამ ხაზზე დაჯდა, გადავწყვიტეთ, რომ ერზრუმის გავლით გაგვევლო ეს გზა.
ესე იგი მარშუტი შედგა შემდეგნაირი:
თბილისი-ბათუმი-სარფი-ხოფა-ერზრუმი-ჰატაი.
(ჰატაი არის თურქეთის საზღვრისპირა ქალაქი სირიასთან, საიდანაც გადადიხარ უკვე სირიაში).
ჰატაიდან უნდა გადავსულიყავით სირიის საზღვარზე, იქიდან ალეპოში, მერე დამასკოში და მერე პალმირაში. ნუ გვეგონა, რომ გეგმა გვქონდა ისეთი, ქვას გახეთქავდა :) ამ განწყობით დავსხედით ვაგზალზე ბათუმის ღამის მარშუტკაში იმ მოლოდინით, რომ დილით უნდა ჩავსულიყავით ბათუმში. პირველი ჩავარდნა აქ მოხდა :)))
ნუ სანამ ამ ჩავარდნაზე ვიტყვი, მანამდე არ შემიძლია, არ გავიხსენო ის სასიამოვნო მომენტი, რაც თან ახლდა ამ გასვლის დაწყებას.
ახალი წასული ვიყავი კარავიდან ჭაუხების ლაშქრობაში, ხოდა ბევრი რომ არ მივედ-მოვედო, ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა ამ ლაშქრობაში, წინა დღეებში რამდენიმეს ველაპარაკებოდი და საუბარში ვთქვი ჩემს დიად გეგმებზე :))ხოდა, რომ ვზივარ ამ მარშუტკაში და გასვლის მოლოდინში ვიყურები აქეთ-იქით, ნაცნობი სახე დავინახე ფანჯარაში, მეთქი ეს ბექაა ნეტა თუ მეჩვენება და აქ რა უნდა :))აღმოჩნდა, რომ არ მეჩვენებოდა და გასაცილებლად იყვნენ მოსული :)ხოო, ეს კარვული რაღაც ცერემონიები მაინცდამიანც არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ამ მომენტში სრულიად უცხო, რამდენიმე დღის ნაცნობი ადამიანებისგან ძალიან გამიხარდა, თან ყველა კარაველიც არ იყო და მართლა ჩავთვალე, რომ გულწრფელად გამაცილეს :)) ისე გამიხარდა, რომ მაგრად რა, პროსტა რამდენად გამოვხატე, არ ვიცი, თან მარშუტკა უკვე წუთი წუთზე გადიოდა, ჩავხტი უცებ, გადავკოცნე ყველა, სწრაფი მოძრაობით გადავკარი შამპანური და დაბნეულ-გაოცებულ-გახარებული ამოვხტი უკან მარშუტკაში.მადლობა, ბიჭებო :)
ბათუმი
ხოდა ეხლა რა ხდება. წინა დღეს მარშუტკის მძღოლს რომ ვკითხეთ, როდის ჩახვალთ ბათუმშიო (თბილისიდან გადიოდა 10 სთ-ზე), გვითხრა, რომ გამთენიისას 5-ზე. ჩვენც ვიფიქრეთ, რომ რადგან დილით ადრე გვინდოდა მაინც საზღვარზე გადასვლა, ზაფხულია, მალე გათენდება და რა პრობლემააო. მაგრამ ნურას უკაცრავად, არ ვიცი, ადრე გავიდა ეს ოხერი მარშუტკა თუ ნელა იარა, მაგრამ ბათუმში კი აღმოვჩნდით 2.30 ზე. ნუ ,იმედი მაინც არ გვაქვს დაკარგული, რომ ბათუმია რა, სადმე შევალთ. ბოლო 1-2 წელი კი არ ვყოფილვარ, მაგრამ ტელევიზორიდან იმდენი რეკლამა მესმის და ეს ჩვენი პრეზიდენტიც ხან ნიცას ადარებს და ხან ბარსელონას, რომ რას ვიფიქრებთ, გვგონია, ეხლა ბათუმში დუღს და გადმოდუღს ღამის ცხოვრება. რომ არ ჩქეფდა იქაურობა, მალევე მოვწვით, შეუიარაღებელი თვალითაც აშკარა იყო.
მაგრამ რაც იქ რეალურად დაგვხვდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. რომ მივიხედ-მოვიხედეთ და ვერეფარი იმედისმომცემი ვერ ვნახეთ (ამას დაემატა ერთი-ორი აჭარელი ყმაწვილის ძალისხმევა, გამალებით გვეპატიჟებოდნენ ’კოფეზე’), გადავწყვიტეთ ბინა მოგვეძებდა, უფრო სწორად ტაქსისტმა შემოგვთვაზა, ვიარეთ ამ ათხრილ-დათხრილ ქუჩებზე და ერთი ღამით ვერაფერი ვნახეთ. სხვა რა გზა იყო, გამოვედით ქალაქში. ნუ, განათებული იყო, მაგას ვერ დაუაკარგავ, მაგრამ რა ზღვისპირა ქალაქი და გართობა, საერთოდ ვერ იგძნობდი, იქ თუ რამე ხდებოდა, დაკეტილი ყველაფერი, კაციშვილი არ დადის ქუჩაში, მთვრალი და ძაან პროვინციელი ტიპების გარდა, კაციშვილი კი არა და პატრულს ვნატრობდი და ისიც არსად ჩანდა. გავედით ბულვარში, სიბნელეა ისევ, ცოტა აცივდა კიდეც, ბათუმისთვის დამახასიათებელი ნესტი ყნოსვის ორგანოების გარდა ჩვენს საგულდაგულოდ გასწორებულ თმებსაც შეეხო, წვიმასაც აპირებს, თან ისეთი დროა, ყველაზე მეტად რომ გინდა დაძინება. დავდივართ ბულვარში და ვგრძნობთ, რომ ვიღაც ორი ტიპი მოგვყვება, ვითომ ჩვენ არ მოგვყვებიან, თავის პონტში დადიან, მაგრამ აშკარად სადაც წავალთ, იქ უხვევენ ისინიც. არ ვიცი, რას ფიქრობდნენ და აპირებდნენ თუ არა საერთოდ რამის დაშავებას, მაგრამ მე კი მართლა შემეშინდა. თან გავბრაზდი, ეს პატრული მაინც სად ეშმაკებში დადის თქო. სადღაც დავლანდე დაცვის პოლიციელი და ვცდილობ, რომ ეს კაცი მაინც არ დავკარგო მხედველობიდან, რომ თუ რამე, დავიყვირებ მაინც :)) ამ ბოდიალ-ბოდიალში გადავაწყდით ერთ კაფეს, რომელიც ღია არ იყო აშკარად, მაგრამ მეპატრონე ტრიალებდა იქვე და ვთხოვეთ, დავსხდებით თქო. ესე გავატარეთ დარჩენილი 2 საათი, ის აჭარულიც ძლივს შევჭამე, მეძინებოდა სასტიკად, თან ამ არასასიამოვნო ემოციებისგან უარყოფითად ვიყავი დამუხტული და ბათუმიც და სააკაშვილიც ხომ ვლანძღე, მერე ყველა სოფლელი და არასოფლელი ხამი ქართველიც ზედ მივაყოლე (შენს ქვეყანაში რომ ვერ გაგივლია მშვიდად, მერე რა, თუნდაც ღამე) და საერთოდ დავკარგე გზის გაგრძელების სურვილი. კიდევ კარგი მალე გათენდა და ცუდი ფიქრები გადამეყარა :)
ერზრუმი
საზღვარზე გადავედით უმარტივესად, მერე მივედით ხოფაში, საიდანაც უნდა დაწყებულიყო გზის ძირითადი ნაწილი. ავიღეთ ბილეთები და ველოდებით ავტობუსს, რომელსაც უნდა მივეყვანეთ ერზრუმში.
ნუ, ტრანსპორტს რაც შეეხება, ბათუმის მარშუტკის ამბები აქაც გაგრძელდა, ოღონდ პირიქით, ჩვენი მონაცემებით 3 სთ უნდოდა ამ გზას და აღმოჩნდა, რომ 7 სთ სჭირდება. მოვიდა ავტობუსი, ავედით და, ჰოი, საოცრებავ, რა დაგვხვდა იქ.
არა, ჩადრები და ამბები კი, ველოდებოდი, მაგრამ 40-კაციან ავტობუსში შუა ზაფხულში ამდენი ქალი პალტოებში ჩაცმული რომ დაგხვდება, სახეზე აფარებული სქელი ნაჭრით, იქიდან მკაცრად მომზირალი თვალებით და უცნაური დუმილით, რაღაც წამებით გამაშეშა ადგილზე. აი, აქედან დაიწყო აღმოსავლეთი, რაც მერე გაგრძელდა სირიაში უფრო მძიმე ფორმებში :)
ნუ, ტრანსპორტს რაც შეეხება, ბათუმის მარშუტკის ამბები აქაც გაგრძელდა, ოღონდ პირიქით, ჩვენი მონაცემებით 3 სთ უნდოდა ამ გზას და აღმოჩნდა, რომ 7 სთ სჭირდება. მოვიდა ავტობუსი, ავედით და, ჰოი, საოცრებავ, რა დაგვხვდა იქ.
არა, ჩადრები და ამბები კი, ველოდებოდი, მაგრამ 40-კაციან ავტობუსში შუა ზაფხულში ამდენი ქალი პალტოებში ჩაცმული რომ დაგხვდება, სახეზე აფარებული სქელი ნაჭრით, იქიდან მკაცრად მომზირალი თვალებით და უცნაური დუმილით, რაღაც წამებით გამაშეშა ადგილზე. აი, აქედან დაიწყო აღმოსავლეთი, რაც მერე გაგრძელდა სირიაში უფრო მძიმე ფორმებში :)
ეს იყო ყველაზე საზიზღარი გზა, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. 7 სთ ისეთი ხანგრძლივი არ არის, რომ დაგღალოს, მაგრამ არის აუტანელი გზა. მიდის ძალიან მაღლა კლდეებში და არის ხრიოკი ხედები. თან სოფლის ავტობუსივით აჩერებს ძალიან ხშირად და ამოდის სასტიკად ჭუჭყიანი ხალხი, არც კონდიცირებაა ნორმალური და სკამებიც ისეთი ვიწროა, რომ ნორმალურად ფეხს ვერ გაშლი. გულდასაწყვეტი ისაა, რომ ართვინში, რომელიც გავიარეთ, ისტორიული საქართველოს ტერიტორია, ქართულად მოლაპარაკე ხალხიც ამოდიოდა, მაგრამ რაღაც ისეთი ხალხი იყო რა, არც ქართველი და არც თურქი, რომ არ მოგინდება, დაელაპარაკო:(
მოკლედ ამ გზამ ბათუმზე მეტად თუ არა არანაკლებ დამთრგუნა, ერთ გაჩერებაზე რომ ჩამოვედით, დავჯექი ძირს და მეთქი, ვსიო, ვეღარ ავდგები მე აქედან. აღარ მახსოვს როგორ ავდექი, მაგრამ ფაქტია, ალბათ, ავდექი და ჩავჯექი ისევ იმ ავტობუსში.
ერზრუმში ჩასვლამ აშკარად გამოგვაცოცხლა. აღმოჩნდა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული თურქული ქალაქი, ჩვენ ღრმა თურქეთი დავარქვით ( აბსოლიტურად განსხვავებულია იმ სიტუაციისგან, რაც სტამბულშია და ზღვისპირა კურორტებზე ხომ არ მაქვს საუბარი), შესაბამისად ხალხი დადის კოჭებამდე ჩაცმულ-დახურული, ასაკოვანი ხალხი გვაცილებს აღშფოთებული მზერით, ზოგი თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცეებს, ახალგაზრდები უფრო ღიმილით, ეცინებოდათ, გვინდა, მოვხვდეთ სადმე ცენტრში, რომ ჯერ ვჭამოთ და მერე შევხვდეთ ჩვენს ნაცნობს. ინგლისურის გონზე არ იყო არავინ, ვერავის ვერ გავაგებინეთ ცენტრი რა არის და რა გვინდა საერთოდ, რას დავბოდიალობთ ზურგჩანთააკიდებულები.
ნუ ყველაფერი მოგვარდა, ჩვენს ნაცნობსაც შევხვდით, დავბინავდით და მოკლედ ერზრუმზე მეტი შთაბეჭდილება ისეთი არაფერი, ონური აღმოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი, დაგვათვალიერებინა ქალაქი, დილით საუზმეც მოგვიმზადა და სადგურზეც გაგვიყვანა, დაგვაბინავა ჰატაისკენ მიმავალ ავტობუსში, ხო, გვასესხა 100 დოლარიც, იმიტომ, რომ დაგვემართა მაგარი სისულელე, საქართველოში ლარის გადახურდავება დაგვავიწყდა და აღმოვჩნდით თურქეთში პარასკევს, სამუშაო დღის ბოლოს, ეროვნული ვალუტით. შაბათ-კვირას ბანკები არ მუშაობდნენ და მოკლედ ეს ჩვენი ლარები ისევ უკან ჩამოვიტანეთ თბილისში :)))ორანჯიდან რაც მქონდა კი გამოვიტანე, მაგრამ მაინც არ გვყოფნიდა. მოკლედ ფინანსებში მაგრად ავირიეთ, რომელი ბარათიდან რას ვხარჯავდით და რამდენი ვალი გვქონდა ერთმანეთის, კაი ხანი ვარკვევდით, რომ ჩამოვედით და დღესაც არ ვიცით, ზუსტად რამდენი დაგვეხარჯა :)
ერზრუმში მშვენიერ მოგონებად დამრჩა ფახლავა ნაყინით. ფახლავა ძალიან მიყვარს, უბრალოდ წარმოდგენა არ მქონდა ნაყინთან კომბინაციაში ასეთი გემრიელი თუ იქნებოდა. ონურმა წაგვიყვანა ერთ ნავაროჩენ სავაჭრო ცენტრში, სადაც როგორც ჩანს იქაური ნაღები იკრიბებოდა საღამოობით და იყო მართლა ძალიან კარგი ადგილი და ფახლავაც იქ მივირთვით :)
ამ სავაჭრო ცენტრში იყო ძალიან ბევრი კარგი მაღაზია, სადაც იყიდებოდა ნორმალური ტანსაცმელი, თითქოსდა ხალხიც დადიოდა საშოპინგოდ, მაგრამ ეგრე ჩაცმული ქალი არ დამინახავს ქუჩაში. სად აცვიათ ეს ტანსაცმელი, ვერ მივხვდი, არადა მაინტერესებს.
ჰატაი
ერზრუმი მორჩა და მივდივართ ჰატაიში. ტრანსპორტთან დაკავშირებული სიურპრიზები აქაც გაგრძელდა. ვიცოდით მანამდე, რომ სჭირდებოდა გზას 8 სთ, აღმოჩნდა, რომ უნდა არც მეტი არც ნაკლები ორჯერ მეტი სულ რაღაც 16 სთ :))) როგორია 16 სთ გზაში, თან რომ არ ხარ მომზადებული ამისთვის :) გადავთვალეთ ეხლა ეს საათები და გამოდის, რომ ჰატაიში ჩავალთ ღამის 2 სთ-ზე, ონურთან ინტერნეტი არ იყო და შესაბამისად არც ჰოსტელების სახელები გვაქვს ამოწერილი და როგორია შუაღამისას იბოდიალო უცხო ქალაქში, თან რა ქალაქია, აზრზე არ ვართ საერთოდ. კიდევ ისაა, რომ ამ ჰატაიში სანახავი არაფერია, დილიდანვე უნდა გადავიდეთ სირიაში და ძალიან გვენანება დროც და ფულიც იქ დასარჩენად. გზაში მივწერეთ ერთ გოგოს ქოუჩიდან მესიჯი, ავუხსენით მდგომარეობა, რაში იყო საქმე და ვთხოვეთ, ერთი ღამე დავრჩებითო. ეს გოგო დაგვთანხმდა, თავის მისამართი გვითხრა, სტუდენტი იყო, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, მოკლედ მოდით ამ მისამართზე, დამირეკეთ და გამოვალო. ჩვენ დამშვიდდით, ავტობუსი კარგი იყო, გარკვეული პერიოდულობით ყავასაც გვასმევდნენ, წვენი და ნაყინიც გვაჭამეს :)) თან მგონი შეგვატყვეს, რომ ნაყინი მოგვეწონა და მეორე პორციაც დაგვიმატეს :) ხალხი ამ ავტობუსში შედარებით ნორმალური იყო , ქალაქები, რომლებსაც გზად გავდიოდით, უფრო ცივილიზებული, თან ნელ-ნელა წინ მივიწევდით და ხასიათიც აგვიმაღლდა.
ავტობუსში ჭამის რიტულათან დაკავიშირებით სახალისო ის იყო, რომ რომ რაღაც ჰიგიენური შესახურებელი საშუალება ჰქონდათ, რომელსაც ხელზე გვასხამდნენ ხოლმე და ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა გვეჭამა ან დაგველია და მოკლედ ამ რაღაცის შესხურების ხმას რომ გავიგებდით ან სუნს ვიგრძნობდით, ვცდილობდით, გამოგვეცნო, ეხლა რას გვაჭმევდნენ :)
კიდევ ერთი მომენტი დავაფიქსირეთ,ძაან მაგარია, შენს გარდა სხვას რომ არ ესმის, რას ლაპარაკობ და ჩვენც ამ ახალი შთაბეჭდილებების ქვეშ, ყველაფერი რომ გეუცხოება, გაგვაქვს და გამოგვაქვს, იმდენს ვლაპარაკობთ და ვიცინით, რომ რამდენჯერმე შენიშვნა მოგვცეს და გაგვაჩუმეს, თუმცა ბოლომდე მაინც არ ვნებდებოდით :)
ესე ნელ-ნელა ხალისით ჩავედით ჰატაიში. ტაქსისტს დიდის ამბით ვუკარნახეთ მისამართი, მიგვიყვანა, დავრეკეთ, მაგრამ სადაა შენი გულჩინი (ესე ერქვა იმ გოგოს ქოუჩიდან), გამოურთავს ტელეფონი და არც მესიჯზე გვიპასუხა და არც ზარზე, ასე აღმოვჩნდით შუაღამისას სრულიად უცხო ნახევრად თურქულ და ნახევრად არაბულ ქალაქში.
ძალიან სასაიმოვნო ღამე იყო, თბილი, ოდნავ ნიავით. ყველაფერი განათებული, ხალხი ქუჩებში დადიოდა, აქა-იქ კაფეები ღია, ჩვენც მივდივართ, მივუყვებით ქუჩებს. ამ უცხო ადამიანებისგან იღებ მხოლოდ გაოცებულ ღიმილს, არანაირი მცდელობა, რომ ვინმე აგეკიდოს ან რამე დაგიშავოს (ხოო, უძახე მერე თურქები ), ბათუმის მერე ეს იმდენად სასიამოვნო იყო, რომ მოკლედ ძაან გავბლატავდით, აქვე ჩამოვხდეთ სკამზე და საერთოდან აქ დაველოდოთ გათენებასო, ვიფიქრეთ. მანამდე მოვსინჯეთ სასტუმროს მოძებნა, მაგრამ ჯერ ერთი იმდენი ფული არ გვქონდა, რომ ნებისმიერში შევსულიყავით და ისეთი ნორმალურ ფასიანის მოძებნა კიდევ ღამე, რომ არ იცი საერთოდ სად რა არის, საკმაოდ ძნელია, ძალიან ბევრსაც ვერ იბოდიალებ ისეთ ქუჩებში, იმიტომ რომ მაინც გვახსოვს, რომ სუსტი სქესი ვართ და აზიურ ქვეყანაში ვართ, ენა არავინ იცის, უცებ არ გააგებინო ვინმეს რამე. მაინც ერთგან შევეხეტეთ და 50 დოლარიო, არადა რამდენიმე საათი გვინდა გაჩერება, თან ეს ფინანსები სად რამდენი გვაქვს, რამდენი გადახურდავებული და რამდენი გადასახურდავებელი, მაგარი არეული გვაქვს. მოკლედ იმას მივხვდით, რომ ეს 100 დოლარი ბევრი იყო და გავაგრძელეთ ბოდიალი ისევ.
ძალიან სასაიმოვნო ღამე იყო, თბილი, ოდნავ ნიავით. ყველაფერი განათებული, ხალხი ქუჩებში დადიოდა, აქა-იქ კაფეები ღია, ჩვენც მივდივართ, მივუყვებით ქუჩებს. ამ უცხო ადამიანებისგან იღებ მხოლოდ გაოცებულ ღიმილს, არანაირი მცდელობა, რომ ვინმე აგეკიდოს ან რამე დაგიშავოს (ხოო, უძახე მერე თურქები ), ბათუმის მერე ეს იმდენად სასიამოვნო იყო, რომ მოკლედ ძაან გავბლატავდით, აქვე ჩამოვხდეთ სკამზე და საერთოდან აქ დაველოდოთ გათენებასო, ვიფიქრეთ. მანამდე მოვსინჯეთ სასტუმროს მოძებნა, მაგრამ ჯერ ერთი იმდენი ფული არ გვქონდა, რომ ნებისმიერში შევსულიყავით და ისეთი ნორმალურ ფასიანის მოძებნა კიდევ ღამე, რომ არ იცი საერთოდ სად რა არის, საკმაოდ ძნელია, ძალიან ბევრსაც ვერ იბოდიალებ ისეთ ქუჩებში, იმიტომ რომ მაინც გვახსოვს, რომ სუსტი სქესი ვართ და აზიურ ქვეყანაში ვართ, ენა არავინ იცის, უცებ არ გააგებინო ვინმეს რამე. მაინც ერთგან შევეხეტეთ და 50 დოლარიო, არადა რამდენიმე საათი გვინდა გაჩერება, თან ეს ფინანსები სად რამდენი გვაქვს, რამდენი გადახურდავებული და რამდენი გადასახურდავებელი, მაგარი არეული გვაქვს. მოკლედ იმას მივხვდით, რომ ეს 100 დოლარი ბევრი იყო და გავაგრძელეთ ბოდიალი ისევ.
ამ სიარულ-სიარულში მოგვიახლოვდა ერთი ადგილობრივი ტიპი, საკმაოდ მორიდებით და გვითხრა გამართული ინგლისურით, რამე დახმარება ხომ არ გჭირდებათო. არ ვიცი რატომ, ალბათ იმის გამო, რომ ისეთი არაბრუტალური გარეგნობა ჰქონდა ამ ბიჭს და ძალიან მოკძალებულად გველაპარაკებოდა, ჩვენც გამოველაპარაკეთ და ვუთხარით, რა როგორ და საიდან აღმოვჩნდით აქ. პრინციპში არ გაჰკვირვებია, რადგან ბევრი ტურისტი გადადის ჰატაიდან სირიაში, უბრალოდ გვითხრა, რომ მაინც არ გირჩევთ მარტო სიარულსო. რეალურად ამ ტიპის დაინტერესება ის იყო, რომ ინგლისურენოვან ფაკულტეტზე სწავლობდა და უსწორდებოდა ინგლისურად რომ გვებაზრებოდა. ჩვენც შევიფერეთ რა, მაგრამ მალე მოგვბეზრდა არდილთან (ასე ერქვა) ლაპარაკი და რაც მთავარია, გვეძინებდა, დაღლილები ვიყავით ძაან. დედასთან ერთად ვცხოვრობ სახლში, წამოდით, არაფერს დაგიშავებთო, შემოგვთვაზა რამდენჯერმე, ჩვენ ვიუარეთ, რა თქმა უნდა, ვუხადეთ ათასი მადლობა და ვთხოვეთ, ნორმალური სასტუმრო თუ იცი, მაგაში დაგვეხმარეო. აქ არდილი დაფაცურდა, გაიქცა-გამოიქცა და მიგვიყვანა იქვე ერთ ძალიან ნორმალურ სასტუმროში, ესე დავემშვიდობეთ არდილს, გავცვალეთ ტელეფონის ნომრები და შევთანხმდით, რომ დილით სირიაში გადასასვლელ ტაქსის მოძებნაშიც დაგვეხმარებოდა, მანამდე კი სადმე თურქულ დესერტსაც შევჭამდით (დამავიწყდა რა ერქვა იმ დესერტს, ენის წვერზე მადგას ეხლა და ვერ ვიხსენებ).
აი, იმ ღამეს კი დავიძინეთ, რასაც ჰქვია ადამიანურად, ჩვენთვის წყნარად, მშვიდად, მაგრამ რად გინდა, გახდა თუ არა 5 სთ, არ დაჰკივლა მოლამ, იქვე ყოფილა მეჩეთი, ნამძინარევები ვერ მივხვდით, რა იყო, წამოვხტით და ვუყურებთ ერთმანეთს, ვიხედებით აქეთ-იქით, ნუ, ბოლოს მივხვდით, რაში იყო საქმე, ავტეხეთ სიცილი და ჩავიწერეთ ეს მოლას ხმა მობილურში, რად გვინოდა, არ ვიცი, მარა რაღაც გვეცინებოდა :) ესეც ჰატაის ხედი სასტუმროდან დილით:
ხოო, გათენდა დილა, მე დილიდანვე ჩავიცვი ჩემი ’კოსტუმი’ ( ესე დავარქვით იმ მოკრძალებულ ტანსაცმელს, რაც საზღვარზე გადასვლისას უნდა ჩაგვეცვა. ეს ’კოსტუმი’ შეადგენდა შარვალზე ზემოდან ჩასაცმელ მუხლებამდე ზედას, მოგრძო სახელოებით, იყო v-neck და ძალიან ჰგავდა ინდურ მოსაცმელს, ოღონდ ჩემი რაღაც უფრო სტროგი იყო, ზოლებით, თან ბრჭყვიალები და რაღაცეები არ ჰქონდა და კაცის ზედას უფრო ჰგავდა, მოკლედ ვკაიფობდით, მაგარი სოლიდურიაო :))) თინასაც ჰქონდა იგივე სტილის აბსოლიტურად, ოღონდ უფრო ნაზი ღია მწვანე ფერის და v-neck რომ არ იყო, თითქოს უფრო ქალის ტანსაცმელს ჰგავდა, თან ორივეს გვქონდა შავი შარვლები და იმაზე უნდა გადაგვეცვა, მოკლედ ამ ჩვენს გარეგნულ ვიდზე სანამ რელუარად ჩავიცმევდით, მანამდე ვიკაიფეთ მაგრად.
ასე და ამგვარად, მე ასეთი ჩაცმული და თინა ჯერ კიდევ ადამიანურად ჩაცმული მივედით სადგურში. რაღა ტრეფიკინგის მსხვერპლი და რაღა ამ ტაქსისტების ხელში ჩავარდნა, დაგვეხვივნენ თავზე და ყველა ცდილობს, რომ თავის მხარეზე გადაგიბიროს, ჯერ რაღაც არარეალური თანხა გვითხრეს, გვითხრეს რა, ხელებით გვაჩვენეს, მაგრამ აქ ვიცოდით რა ჯდებოდა ზოგადად ეს გზა და მაგრად დავდექით:))
საბოლოოდ აღმოვჩნდით ერთი თვალებბრიალა არაბის ტაქსში, რომელსაც თან ახლდა ასეთივე შავტუხა ბიჭი, როგორც აღმოჩნდა შვილი (ხო, ეს ბავშვი რაღაც ისეთი სახასიათო ტიპაჟი იყო, მუქი კანი, დიდი შავი თვალები და ქვეშქვეშა და ეშმაკური მზერა ჰქონდა, თან ერიდებოდა ხოლმე, მაგრამ თან მაინც გამოაპარებდა მზერას, მინდოდა სურათი გადამეღო და დამეზარა მერე) და კიდევ ერთი მგზავრი. ამ ტაქსისტმა ერთი-ორი საკვანძო სიტყვა იცოდა ინგლისურად და გვითხრა, საზღვარზე დაგეხმარებით ვიზის აღებაშიო.
ეს საზღვარზე ვიზის მოლოდინში
მივედით საზღვარზე, გადახტა ეს ჩვენი მძღოლი, გამოგვართვა პასპორტები და დარბის აქეთ-იქით, თან არ ვენდობით და არ გვინდა, რომ მხედველობიდან დავკარგოთ და სადაც წავა, მივყვებით უკან. ვხედავთ, რომ ეს კაცი ნელ-ნელა შფოთავს კი არადა ნერვიულობს, შეგვიყვანეს მთვარი ოფიცერი ვინც იყო, იმ კაცის კაბინეტში, იმან ერთი მზერა გვესროლა და მერე ადამიანებად აღარც ჩავუთვლივართ, ვხედავთ, ეს კაციც ბრაზობს, ყვირის, ვიღაცას ელაპარაკება ტელეფონზე. ნუ, ვერაფერს ვერ ვიგებთ, უბრალოდ ვხვდებით, რომ რაღაც მთლად კარგად არაა საქმე, მარა ენა არ იცი, რა გინდა, რომ ჰქნა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქრთამი უნდოდათ და ვიზის ღირებულებაზე მეტი რაც გადავიხადეთ, ის თანხა, შეუმჩნევლად ჩაცურდა ამ ოფიცრის ჯიბეში. თუმცა აქვე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენმა ტაქსისტმაც იმაიმუნა რაღაც და ზედმეტად გადახდილი ფულიდან თავისთვისაც ირგო (ეხლა ისე ვლაპარაკობ ამ ქრთამზე, თითქოს მილიონები გადავიხადეთ, მაგრამ რაც იყო ზედმეტი რატომ უნდა გადაგვეხადა, პროსტა დაგვაგოიმეს, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ გვქონდა ).
ესე გადავედით სირიაში. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას რომ გადავცილდით, დავმშვიდდით, უკვე თავი ქუდში გვაქვს, მძღოლმა ჩართო არაბული ბაიათები (აშკარად ვიგრძენით განსხვავება თურქულისგან), გზად შეიცვალა ხედები და უკვე იგრძნობა აბსოლიტურად სხვა ქვეყანა და კულტურა. განწყობა გვაქვს ზე-ამაღლებული, მე პირადად თავი რომელიღაც სათავგადასავლო ფილმის გმირი მეგონა. ასე მივედით ალეპოში.
ალეპო
ალეპო არის სირიის სიდიდით მეორე ქალაქი დედაქალაქ დამასკოს შემდეგ და ერზრუმისა არ იყოს, ძალიან ტრადიციული. აი, აქ უნდა გენახა ჩადრები და ამბები. ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე ტაქსიდან რომ ჩამოვედით, ჯერ სანამ დავბინვდებოდით, გვშია სასტიკად და დავდივართ, ვეძებთ კაფეს. უამრავი რაღაც იყო, მაგრამ ძირითადად სულ აღმოსავლური ტკბილეული იყო გამოფენილი ვიტრინებში ან სწრაფი კვების პუნქტები შაურმის მსგავსი რაღაცეებით. ისეთი ადგილი, სადაც დაჯდებოდი და ადამიანურად შეჭამდი, ვერსად ვნახეთ, მაშინ დავასკვენით, ეხლა დაღლილები ვართ, გამოშტერებულები და იმიტომ ვერ ვნახულობთო, მაგრამ სულ ტყუილად, შემდეგ როცა დაწვრილებით შემოვიარეთ მთელი ქალაქი, აღმოჩნდა ერთადერთი სუფთა და ნორმალური კაფე downtown, მეტი სანთლით რომ ეძებო, არაფერი. ხო, ნუ, შერატონია კიდევ :)))
აქაც, რომელ ქოუჩერთანაც უნდა დავჩენილიყავით, ერთ გოგოსთან, იმანაც გადაგვაგდო (დეტალები საინტერესო არ არის), ამიტომ მოგვიწია ჰოსტელის ძებნა, რასაც, ჩემდა გასაკვირად, ძალიან მალე გავართვით თავი, იქვე მთავარ მოედანზე bab al faraj (ესე ერქვა ამ მოედანს და გზა რომ გვებნეოდა, სულ ამას ვეკითხებოდით და დამამახსოვრდა)ვიპოვეთ პატარა მყუდრო ჰოსტელი, როგორც აღმოჩნდა, იმ ქუჩაზე უამრავი სხვა მსგავსი სტილის პატარა სასტუმროები იყო. ჰოსტელის მეპატრონემ რომ გაიგო, საიდან ვიყავით, მოიცადეთ ერთი წუთითო და გაგვიყვანა აივანზე, იქ იჯდა ერთი ქალი და ახალგაზრდა ბიჭი და დიდის ამბით წარგვადგინა, ესენიც ქართველები არიანო. ნუ, ეს ქალი ზის, აბოლებს სიგარეტს, ერთი მზერა გვესროლა, ჟურნალისტები ხართო, გვკითხა (მე კისერზე მქონდა ჩამოკიდებული თინას ფოტოაპარატი და როგორც ჩანს, ამიტომ დაასკვნა), მოკლედ, აი, რომ შეხედავ და რომ ვერ მიხვდები, რა რჯულისაა, ისეთი ქალი იყო, სრულიად ინდიფერენტული და რაღაც ძერსკი, მაგრამ იაფასიანად ძერსკი :) ამ ქალზე იმიტომ გავაბი ამდენი ლაილაი, რომ დაგვაშვებინა გადამწყვეტი შეცდომა :)) ჩვენ, დასიცხულებს ამ ჩვენს ”კოსტუმებში” და შარვლებში, ძალიან გვაწუხებდა ჩაცმის პრობლემა, ხოდა ჯიგრულად ვკითხეთ, სარაფანა ან შორტები რომ ჩავიცვათ, რამე პრობლემა ხომ არააო და ისე შეიცხადა, უჰ, არა, თუ გინდა, სულ ნუ ჩაიცვამთ, კაციშვილი ყურადღებას არ მოგაქცევთო, აქეთ ჩვენ გაგვიტყდა, ესეთი სისულელე როგორ ვკითხეთო. ხოდა თინა გამოეწყო მოკლე შორტებში, მე სარაფანში და საღამოსკენ გავედით გარეთ. ხო შარფები წავიღეთ მაინც თან.
გავედით ქუჩაში, აი, მაშინ კი ვიგრძენით თავი, როგორც მაიმუნებმა ზოოპარკში :))ნუ რაღაცეებს ლაპარაკობნენ, კარგს არაფერს ალბათ, მაგრამ უფრო უცნაური ემოცია მათი მხრიდან იყო ის, რომ ეცინებოდათ ჩვენს დანახვაზე, უბრალოდ იცინოდნენ, გვიღებდნენ სურათებს, ჩერდებოდა მანქანები, ზოგი მოდიოდა და ცალკე ჩვენთან იღებდა სურათს, მოკლედ მაგრად გამოვაცოცხლეთ იქაურობა :))) მერე ერთი ადგილობრივი ტიპი, რომელსაც დამასკოში შევხვდით და ალეპოს სურათები ვანახეთ, გამოშტერდა: girls, wearing shorts in Aleppo, you´re really crazy :))) მერე ბევრს ვფიქრობდით ჩვენს ჩაცმულობაზე, სწორად მოვიქეცით თუ არა, ესე რომ დავიკიდეთ, მაგრამ რეალურად იყო 2 გამოსავალი: ან უნდა შემოსილიყავი კოჭებამდე როგორც ისინი, ან ეხლა ჩვეულებრივი მაიკა გეცვა და იმაზე შარფი გქონდა შემოხვეული თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. უცხოელი ყურადღებას მაინც იქცევდი და რაც მთავარია, არავინ არაფერს გიშავებდა, ამიტომ, როცა მივხვდით, რომ ჩადრებში გამხვევები ჩვენ არ ვიყავით, დავიკიდეთ.
სასაცილო იყო ქუჩებში მომართვა, რაღაც თავისებური კილოთი ამბობდნენ: მა’დაამ, მა’დაამ, რომელი მადამები ჩვენ ვიყავით, დავდიოდით ბომჟებივით :)
იმ დღეს ქალაქის მთავარი ღირსესანიშნაობა ციტადელი ვერ ვნახეთ, რადგან ამ სიარულში გავერთეთ. რამდენადაც საინტერესო იყო პირველ დღეს, იმდენად მალე ამოგვივიდა ყელში უკვე მერე. მართალია, შენ არავინ არაფერს გიშავებს, მაგრამ ზოგადად გარემო რომ არის დამთრგუნველი, უკვე ვეღარ ჩერდები რა.
ჩადრი თურქეთშიც ვნახე და ჩემი აზერბაიჯანელი მეზობელიც მშვენივრად დადის ხოლმე მასში გახვეული, მაგრამ იქ დადიოდნენ ქალები, რომელთაც არამარტო ჩადრი ეხურათ, თან ისეთი, რომ თვალებიც არ უჩანდათ, ზემოდან ჰქონდათ კიდევ გადმოფარებული სქელი ნაჭერი (საინტერესოა, როგორ ხედავდნენ), ეკეთათ ხელთათმანები, რომ ხელიც არ გამოსჩენოდათ.
ამას დაემატა ის, რომ ქალაქი არის საკმაოდ ბინძური და არ არის ნორმალური საკვები პუნქტი. ძალიან ეგზოტიკური ქალაქი იყო ჩვენთვის, მაგრამ იქ გაჩერება ერთ დღეზე მეტი უკვე ვეღარ, თვალიც შეეჩვია ამ უცნაურად ჩაცმულ ხალხს და უკვე ეფექტი აღარ ჰქონდა რა.
ძალიან უცნაური ფორმის ტანსაცმელი ეცვათ წყლის გამყიდველებს.
პრინციპში ხალხზე და ქალაქზე ცუდი წარმოდგენა არანაირად არ დამრჩენია, ნუ, ის ერთია, რომ შენ ვერ იცხოვრებ ეგეთ ადგილას და ვერც დიდხანს გაჩერდები, მაგრამ რეალურად ხალხი ძალიან კეთილგანწყობილია, გზას რომ ჰკითხავდი, ლამის თვითონ იმ ადგილამდე გაცილებდნენ, სრულიად უცხო ადამიანი შეიძლება, მოსულიყო ქუჩაში და ეკითხა, დახმარება ხომ არ გინდაო. ზოგადად ასეთი კეთილგანწყობა იგრძნობოდა მთელ სირიაში. ნუ, ტაქსისტები ყველგან ტაქსისტები არიან და ცდილობენ, მოგატყუონ, ასევე გამყიდველები ბაზარში. მოკლედ აღმოსავლეთია რა და ვაჭრობაც სისხლში აქვთ გამჯდარი. ხო, ქუჩებში შეიმჩნეოდა ტიპები თვალებში არაამქვეყნიური გამოქლიავებული მზერით. კიდევ ყველგან ჩილიმს ეწეოდნენ და რომელიღაც სპეციფიკური არომატის სუნი იდგა ხოლმე მძაფრად სულ (მე მაღიზიანებდა ეს სუნი და როგორც ჩანს, იმიტომ დამამახსოვრდა). ეს სუნი ასოცირდება ალეპოსთან ჩემთვის.
დამასკო
წავედით დამასკოში. სირიაში როუმინგი მაგრად ურევს, ამიტომ ვინც უნდა დაგვხვედროდა, ვერ შევხვდით და აქაც უკვე მერამდენედ დაიწყო ჯერ ბანკომატის, ინტერნეტ კაფის და მერე სასტუმროს ძებნის უკვე მტანჯველი პროცესი. დამასკოში სიტუაცია გაართულა იმან, რომ ძალიან დიდი ქალაქია, ორიენტაცია არც ერთს არ გვივარგა, ვინ იცის, ერთი და იმავე ქუჩებზე რამდენჯერ დავდივართ, თან ჩემს თავს რომ დავუკვირდი, უცხო გარემოში მოხვედრისას, ალბათ, რაღაც პირველ შოკს იღებ თუ არ ვიცი, რა ხდება და კარგავ სწრაფი რეაგირების და საღი განსჯის უნარს, თან ამას ემატება გადაღლა და ნერვიულობაც, იმიტომ, რომ რეალურად იმ დღეს იმ ქუჩაზე, სადაც ბანკომატს და ბანკს ვეძებდით, იყო ერთიც და მეორეც და ჩვენ ვერ შევნიშნეთ. მოკლედ სამივეს ძებნა მივხვდით, რომ არ გამოდიოდა, ამიტომ არჩევანი გავაკეთეთ ინტერნეტ კაფეზე, სადაც უნდა გვენახა სასტუმროების მისამართები დამასკოში, იმიტომ, რომ მთავარი მაინც ეს იყო. ესეც მოვიქეცით და დავბინავდით საკმაოდ კარგ სასტუმროში Al Majeed, ყველაფერი აღმოსავლური, სუფთა, მყუდრო, დიდი ჰოლით.
დამასკოში იყო ბევრი ტურისტი, შესაბამისად მეტი თავისუფლება, თუმცა აღმოსავლეთის სიმკაცრე აქაც საკმაოდ იგრძნობოდა. ვნახეთ ის ცნობილი მეჩეთი, დამასკოს ძველი ქრისტიანული უბანი, ჩვენებური მშრალი ხიდის მსგავსი ბაზარი, კიდევ პატარ-პატარა რაღაცეები, ძალიან საინტერესო იყო შუშის პატარა საამქრო, მინის გამოწვის პროცესი, სამწუხაროდ ვერ ვნახეთ მალულა, ქალაქი ქვაში. სამაგიეროდ ძალიან ბევრს დავხეტიალობდით ქუჩებში.
გასტრონომიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ძალიან აქტუალური გახდა, დამასკოს ქუჩებში ხეტიალში აღმოვაჩინეთ გენიალური ადგილი, ეს იყო ადგილობრივი სტილის კაფე-რესტორანი ძალიან გემრიელი საჭმელებით. მოკლედ იმ საღამოს მეორედ დავიბადეთ რა. დამასკოში მეორედ თუ მოვხვდი, აუცილებლად მივალ მაგ ადგილას, სავიზიტოც კი წამოვიღე :)
დამასკოზე სულ მახსენდება ხოლმე ნატურალური წვენები ღია კაფეებში, აირჩევ რა ხილისგანაც გინდა უზარმაზარი ჭიქით და მოკლედ მაგაზე გემრიელი წვენი მგონი არ დამილევია, თან რომ ცხელა და გწყურია, ძალიან მაგარია, ერთმა ადგილობრივმა გვასწავლა ადგილი, სადაც ყველაზე კარგს აკეთებდნენ და დღეში ორჯერ გვქონდა ხოლმე მანდ ვიზიტი.
ნუ სასაცილო იყო ბოლო საღამო. ზოგადად სირია ძალიან იაფი ქვეყანაა და უშუალოდ სირიაში არც კვებაზე და არც მგზავრობაზე ბევრი არაფერი დაგვიხარჯავს, ხარჯის ძირითადი ნაწილი თურქეთში გზამ წაიღო, ხოდა დამასკოს ღირშესანიშნაობები რომ ამოვწურეთ, თვალი დავადგით four seasons-ის სასტუმროს, რომელიც იყო ქალაქის ცენტრში, მოიცავდა უამრავ კაფეს, მაღაზიას, სასტუმროს შენობაში არსებულ რესტორანში აშკარად ჩანდა, რომ ზემო სართულებიდან უნდა ყოფილიყო ქალაქის ძალიან კარგი ხედი, ხოდა ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა (გადამწყვეტი არგუმენტი ის აღმოჩნდა, რომ თბილისში მაინც არ დავდივართ ასეთ ადგილებში და აქ მაინც შევიდეთო) და შევეხეტეთ ამ სასტუმროს რესტორანში, რომელსაც ერქვა bocelli და სუფებდა სრულიად ამაღლებული განწყობა, მუსიკა შესაბამისი, ხალხი ძაან გამოწყობილი... და ჩვენ, მე რაღაც შლოპანცებში, სარაფანში, თმები გაწეწილი, კოვბოის ქუდი თავზე, თინასაც მსგავსი, სტილში ერთმანეთს ტოლს არ ვუდებთ, შევედით, დავინახეთ ცარიელი მაგიდა და დავსხედით, იმ წუთას მოვიდა ოფიციანტი და მოკრძალებით გადაგვაბრძანა სხვაგან, თურმე ვიღაც ბიძები ელოდებიან მაგ ადგილს, რიგში უნდა ჩადგე :) გარეთ ცარიელი ადგილი რომ ვერ ვნახეთ, სხვა რა გზა იყო, ხედი გვერდზე დაგვრჩა და შიგნით დავსხედით, ძაან დასტოინი სახეებით შევუკვეთეთ რაღაც დესერტი, თან ვხვდებოდით ჩვენი მდგომარეობის კურიოზულობას და ვსკდებოდით სიცილით :) მერე მივხვდით, რომ ასეთი კარგი სიტუაციის ბოლომდე შესაგრძნობად შენც შესაბამის ფორმაში უნდა იყო რა, შლოპანცებით ჯდომა აშკარად უხერხულობას მიქმნიდა მე თვითონ.
პალმირა
დამასკოდან გავეშურეთ პალმირაში. ვიცოდით, რომ ეს არის ნახევრად უდაბნო და არის უძველესი ქალაქის ნანგრევები. მე უდაბნო ძალიან მხიბლავს და ნამდვილი უდაბნო ჯერ კი არ მინახავს, მაგრამ ვიფიქრე, ნახევრად უდაბნოთი დაწყებაც ცუდი არ იქნებოდა. მოკლედ მე პირადად პალმირას დიდი მოლოდინი მქონდა, რომელმაც გაამართლა და სირიაში მეორედ თუ წავიდოდი, ერთ-ერთი მიზეზი იქნებოდა ამ ადგილის ისევ ნახვა. საღამოს როცა იმ ნანგრევებში დადიხარ, გრძნობ საოცარ იდუმალებას, თვალებს რომ დახუჭავ, შეიძლება წარმოიდგინო უხსოვარ დროს როგორ დადიოდნენ აქ ქარავნები და ჩქეფდა ცხოვრება. უზარმაზარი სვეტები და ქვის ლოდები, ტაძრების ნანგრევები საოცარი ორნამენტებით, სამარხები, ძალიან ლამაზია შუადღისასაც, როცა მზე ოქროსფრად ანათებს, ისეთი ყვითელია, თითქმის მზისფერი, მაგრამ საღამოს მზის ჩასვლისას ამ სვეტებს ედებათ უცნაური ფერი, რაღაც მოოქროსფრო-აგურისფერი, ლოდები მზისგანაა გამთბარი და რომ ეხები, ისეთ სასიამოვნო სითბოს გრძნობ, თან თუ გაგიმართლა და ბევრი ტურისტი არ დაბოდიალობს, შეიძლება, საერთოდ გადავარდე საუკუნეებს იქით.
ჩამოვედით და ჩემთვის გავიფიქრე, მეთქი, აი, აქ კი მართლა დაგვერხა :) ჩანს მარტო პალმები აქა-იქ და პალმირას ძველი ნასახლარი მარჯვნივ, დასახლებული პუნქტის მსგავსი არაფერია, თან შუადღეა, სასტიკად აჭერს მზე და ჩვენ ვდგავართ ორნი შუა გზაში, კაციშვილის ჭაჭანება არაა (ვიღაც ტიპებს რომ დააგდებენ ხოლმე უკაცრიელ ადგილზე და წადი, სადაც გინდაო, ეტყვიან, ეგრე ვიდექით ზუსტად), გზაზე არაფერი ტრანსპორტის მსგავსი არ მოძრაობს, ხალხზე ლაპარაკი ზედმეტია. სადღაც ამ მიდამოებში.
მოკლედ არ ვიცი ამ შოკმა რამდენ ხანში გაიარა, ალბათ წამებში, იმიტომ რომ იმ სიცხეში დიდხანს ერთ ადგილას ვერ გაჩერდებოდი. საბედნიეროდ ცოტა წინ რომ წავიწიეთ, გამოჩნდა დასახლებული პუნქტი და შესაბამისად გაჩნდა იმედი, რომ სასტუმროსაც ვნახავდით, თან ჩვენთან ერთად აღმოჩნდა ერთი ფრანგი ტურისტი, ახალგაზრდა ბიჭი, საკმაოდ უჟმური, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთვარი იყო, რომ მარტო ჩვენ არ ვიყავით გიჟები და ვიღაცა ჩვენს მსგავსად დადიოდა :)
ესე გამოიყურებოდა უკვე დასახლებული პუნქტი, რომელიც გამოჩნდა თვალსაწიერზე. აღმოსავლური სტილის სახლები, რომლებიც ძალიან ჰარმონიულად ერწყმოდა იქაურ გარემოს და რომლებიც ძალიან მომეწონა.
დავბინავდით, იქაურმა ბავშვებმა მიგვასწავლეს სასტუმროს გზა, ცოტა დავისვენეთ და რადგან ერთ-ერთი ტაძარი, რომლის ნანგრევებიც ყველაზე მეტად იყო შემორჩენილი, ადრე იკეტებოდა მნახველებისთვის დასათვალიერებლად (მარტო ამ ტაძარში შესვლა იყო ფასიანი), მალევე გავედით, მაგრამ სჯობდა არ გავსულიყავით. სიცხეს ასე თუ ისე ნორმალურად ვიტან, მაგრამ, როგორც ჩანს, შუადღისას ნორმალურზე მეტი იყო და თან თავზე არაფერი მეხურა, პლიუს კიდევ მომწყურდა სასტიკად. ვიგრძენი, რომ რეალურად შეიძლება ცუდად გავმხდარიყავი, თან ესეთ უკაცრიელ ადგილზე რომ მიდიხარ და არაფერი ჩანს სულის მოსათქმელი, საშინელებაა, ძლივს მივაღწიე, გზაში შეგხვდა ბედუინი, რომელიც ცდილობდა თინას შეტყუებას აქლემზე დასაჯენად :))
დარჩენილი იყო ორი ნაბიჯი და მე ვეჩხუბებოდი, რა დროს ეგაა, ჯერ მივიდეთ და მერე დაჯექი თქო. ამ აქლემს საშინელი სუნი უდიოდა და რომ დავმსხდარიყავით, ჩვენც იგივე გადმოგვედებოდა, აქლემიც მაგარი დაღლილი ჩანდა ჩვენი არ იყოს, თან რომ დავფიქრდით, მივხვდით, რომ მაგარი შტერობაა ეგრე დაჯდომა, ორი მეტრის გავლა და სურათის გადაღება, თითქოს რაღც ყეყეჩ გამომეტყველებას იძენ ასეთი სურათისას, აი, მარტო სურათის გადასაღებად რომ შეჯდები. ნუ, მუღამი აქვს ნამდვილ უდაბნოში თუ ივლი ბედუინებთან. აი, მაშინ ხოო :))
დარჩენილი იყო ორი ნაბიჯი და მე ვეჩხუბებოდი, რა დროს ეგაა, ჯერ მივიდეთ და მერე დაჯექი თქო. ამ აქლემს საშინელი სუნი უდიოდა და რომ დავმსხდარიყავით, ჩვენც იგივე გადმოგვედებოდა, აქლემიც მაგარი დაღლილი ჩანდა ჩვენი არ იყოს, თან რომ დავფიქრდით, მივხვდით, რომ მაგარი შტერობაა ეგრე დაჯდომა, ორი მეტრის გავლა და სურათის გადაღება, თითქოს რაღც ყეყეჩ გამომეტყველებას იძენ ასეთი სურათისას, აი, მარტო სურათის გადასაღებად რომ შეჯდები. ნუ, მუღამი აქვს ნამდვილ უდაბნოში თუ ივლი ბედუინებთან. აი, მაშინ ხოო :))
სიცხისგან ვიყავი ისეთი დაშტერებული, რომ გიდი თავისი დამტვრეული ინგლისურით რას გველაპარაკებოდა, ერთი სიტყვაც არ მახსოვს. კარგი ის იყო, რომ აქ გავიცანით მუჰამედი, რომელმაც დაგვალევინა წყალი, ჩაი და შემოგვთავაზა საღამოს დაგათვალიერებინეთ აქაურობასო. იმ ტაძრის გესთჰაუსში ცხოვრობდა, გიდის პონტში იყო და იქაურობას იცნობდა ხუთი თითივით. ერთი შეხედვით ისეთი დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ბოლომდე მაინც არ ვენდობოდი და საღამოს რომ გავყევით დასათვალიერებლად, ვცდილობდი მაინც ძალიან არ მოვშორებოდით გზას და განათებულ ნაწილს და დილითაც ციტადელიდან მზის ამოსვლის სანახავად რომ შემოგვთავაზა წასვლა, თავაზიანი უარი ვუთხარით, ერთი, დილაუთენია ადგომა დაგვეზარა და, მეორეც, რა ვქნა, უცხო ქვეყანაში უცხო ადამიანებთან მაინც გაძლიერებული მქონდა დაცვის მექანიზმები, შეიძლება უსაფუძვლოდაც, მაგრამ მაინც, რომელი ვაჟკაცი მე ვარ, რომ ვინმეს მოვერიო ან ისეთი მოხერხებული ვიყო, რომ გამოვძვრე რაღც გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან. ესეც მუჰამედთან:)
მშვენივრად გავატარეთ ის საღამო პალმირაში, მუჰამედი იქვე კაფეში დავპატიჟეთ წვენზე და გავაბით საუბარი ადგილობრივებთან. ბოლოს იქვე ინტერნეტ კაფეში facebook-ზეც დავიმატეთ და სკაიპიშიც და მომავლაში სურათების გაცვლის პირობით დავიშალეთ.
მშვენივრად გავატარეთ ის საღამო პალმირაში, მუჰამედი იქვე კაფეში დავპატიჟეთ წვენზე და გავაბით საუბარი ადგილობრივებთან. ბოლოს იქვე ინტერნეტ კაფეში facebook-ზეც დავიმატეთ და სკაიპიშიც და მომავლაში სურათების გაცვლის პირობით დავიშალეთ.
პალმირადან გავბრუნდით ისევ უკან ალეპოში და ზუსტად იგივე გზით თურქეთში. გზად საინტერესო ისეთი არაფერი.
სახლში ჩამოვედი სასტიკად დაღლილი ცალკე მგზავრობისგან, ცალკე ამდენი უცხო ემოციისგან, არეული მქონდა თავში ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მთვარი იყო საკუთარი თავით კმაყოფილების შეგრძნება, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ, დამოუკიდებლად, ჩვენით, რომ ეს იყო ნამდვილი მოგზაურობა, რომლის სურვილიც ჩემს მაწანწალა სულში ყოველთვის ყიოდა, უბრალოდ აქამდე არ მქონია საშუალება ამის განხორცილების.
მივიღე უზარმაზარი გამოცდილება, შესაბამისად თავდაჯერებაც, ამის მერე მარტო წასვლა სად უნდა გამიჭირდეს, ვერ ვხვდები და კიდევ ის, რომ ამ მოგზაურობით დაიწყო რაღაც ახალი ჩემს ცხოვრებაში, მძაფრად ვიგრძენი, რომ ამ ემოციას, რასაც უცხო ქვეყნის კულტურასთან ზიარებით იღებ (ოღონდ არა ისე, ტურ-ოპერატორი რომ შეგიდგენს პაკეტს, დაგვხვდება აეროპორტში და გიდების თანხლებით მიგაბრძანებს და მოგაბრძანებს კომფორტულად) შეუძლია ისევე გააფერადოს შენი შინაგანი სამყარო, როგორც ბავშვობაში წიგნების კითხვისას. ეს ის ემოციაა, რომელიც მართლა ძალიან დიდი ხანია არ მიმიღია და რომელიც ძალიან მაკლდა.
სახლში ჩამოვედი სასტიკად დაღლილი ცალკე მგზავრობისგან, ცალკე ამდენი უცხო ემოციისგან, არეული მქონდა თავში ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მთვარი იყო საკუთარი თავით კმაყოფილების შეგრძნება, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ, დამოუკიდებლად, ჩვენით, რომ ეს იყო ნამდვილი მოგზაურობა, რომლის სურვილიც ჩემს მაწანწალა სულში ყოველთვის ყიოდა, უბრალოდ აქამდე არ მქონია საშუალება ამის განხორცილების.
მივიღე უზარმაზარი გამოცდილება, შესაბამისად თავდაჯერებაც, ამის მერე მარტო წასვლა სად უნდა გამიჭირდეს, ვერ ვხვდები და კიდევ ის, რომ ამ მოგზაურობით დაიწყო რაღაც ახალი ჩემს ცხოვრებაში, მძაფრად ვიგრძენი, რომ ამ ემოციას, რასაც უცხო ქვეყნის კულტურასთან ზიარებით იღებ (ოღონდ არა ისე, ტურ-ოპერატორი რომ შეგიდგენს პაკეტს, დაგვხვდება აეროპორტში და გიდების თანხლებით მიგაბრძანებს და მოგაბრძანებს კომფორტულად) შეუძლია ისევე გააფერადოს შენი შინაგანი სამყარო, როგორც ბავშვობაში წიგნების კითხვისას. ეს ის ემოციაა, რომელიც მართლა ძალიან დიდი ხანია არ მიმიღია და რომელიც ძალიან მაკლდა.
ხოდა ეხლა არ ვყიდულობ მანქანას, რომელიც იდეაში სულაც არ მინდა, უბრალოდ ვხვდები, რომ მჭირდება და ვიწყებ ფულის შეგროვებას ინდოეთი-ნეპალისთვის, თუ ზეგ ვიზა მოგვცეს ერევანში და გაზაფხულამდე რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. მოკლედ ბევრი ’თუ’-ა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, ბოლო ბოლო ისევ სტამბულში წავალ ან დუბაიში ან ეგვიპტეში, უდაბნო ხომ სანახავი მაქვს :)
No comments:
Post a Comment