Saturday, April 23, 2011

თოჯინები, რომელთაც არ აქვთ სახეები

ლეგენდა იმაზე, თუ რატომ არ აქვთ თოჯინებს სახეები
 იროკეზების ტომებს ჰყავდათ 3 ქალღმერთი, რომლებსაც მათ კულტურაში სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებოდათ. ერთ-ერთი ასეთი იყო სიმინდის სული, რომელმაც ღმერთს ჰკითხა, კიდევ რა შეეძლო, გაეკეთებინა ხალხისთვის. ღმერთმა უთხრა, რომ მისი ფურცლებისგან მშვენიერი თოჯინები გამოვიდოდა.
და შექმნა ლამაზი თოჯინა, რომელიც გაუგზავნა იროკეზელ ბავშვებს სათამაშოდ.
თოჯინა გადადიოდა სოფლიდან სოფელში და აკეთებდა ყველაფერს ბავშვების გასახარებლად. მას ყველა ეუბნებოდა, რომ ძალიან ლამაზი იყო, ამიტომაც დროთა განმავლობაში თოჯინა გადიდგულდა.
ღმერთმა აუხსნა მას, რომ ეს არ იყო სწორი საქციელი და თუ კვლავ გააგრძელებდა ასე მოქცევას, დაისჯებოდა და თოჯინამაც პირობა მისცა, რომ შეიცვლებოდა.
ერთ დღესაც სეირნობისას მან თვალი მოჰკრა საკუთარ გამოსახულებას წყალში და თავი ვერ შეიკავა, რომ არ აღფრთოვანებულიყო. სწორედ ამ დროს ღმერთმა გამოგზავნა გიგანტური ბუ, რომელმაც მოიტაცა თოჯინის ანარეკლი წყლიდან და როცა თოჯინამ კვლავ ჩაიხედა წყალში, ვეღარ დაინახა თავისი სახე.

როცა იროკეზელი დედა თავის შვილს უკეთებს თოჯინას სიმინდის ფურცლებისგან, ის აუცილებლად უყვება მას ამ ლეგენდას და უხსნის, თუ როგორი არასწორია, იფიქრო, რომ შენ ყველაზე ლამაზი ხარ. ღმერთმა ხომ ყველას უბოძა განსაკუთრებული საჩუქარი :)


                                      ადელიტა
მოცეკვავე თეთრ კაბაში

მოცეკვავე ყვითელ კაბაში

ხესუიტა
ხუანიტა
ისევ ხესუიტა მწვანე ქვედაბოლოში
ხუანიტა ლურჯ ქვედაბოლოში

ლუპიტა
ისევ ლუპიტა
როსიტა

როსიტა ვარდისფერი კაბით
და ბოლოს დიდგვაროვანი ქალბატონი

სურათები:

Wednesday, April 13, 2011

მის სიცილია




მკაცრი, ელეგანტური, დახვეწილი, არც ერთი ზედმეტი დეტალი. ეს არის ჩანთა ’მის სიცილია’, ჩანთა, რომელზეც როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, შთაგონებულია სამხრეთელი იტალიელი ქალის ხასიათით და ტემპერამენტით. ამიტომაც ჰქვია სახელი ’მის სიცილია’.

როგორ იქმნებოდა ...


შავი ფერის კლასიკური ვარიანტი, რაც ვიდეოშია, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტად გადმოსცემს ხასიათს. ძალიან, ძალიან მაგარია. არც ერთი ჩანთა, განსაკუთრებით შავი ფერის, ასე არ მომწონებია. ზუსტად ჯდება ჩემს ხასიათში.  როგორც ამბობენ, true handbag porn :)
მოკლედ არის ”მის სიცილიის” უამრავი ვარიანტი, სხვადასხვა ფერის, ფაქტურის, ორნამენტის...ზამთრის კოლექციისთვის სჭარბობს ბეწვი, ხოლო ზაფხულისთვის განკუთვნილი მოდელები არის  უფრო მსუბუქი, ღია.
ჩემთვის ტყავის კლასიკური მოდელები არის უკონკურენციო. შავი ფერის, როგორც ვთქვი, ყველას სჯობს (წითელსაც კი მირჩევნია), მაგრამ არც სხვა ფერებს დავიწუნებდი :)








აქტუალურია ყაისნაღით გაწყობილი მოდელები. სტილი, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია, მაგრამ, ჩემი აზრით, ის მთავარი შტრიხი აქვს დაკარგული, სიმკაცრის და სისადავის, რაც ტყავის მოდელებში იგრძნობა. ”მის სიცილიის” მთელი ხიბლი კი ჩემთვის  იმ სიმკაცრესა და სწორხაზოვან დეტალებშია.










ესეც ბეწვის ახალი მოდელები 2011 ზამთრის კოლექციისთვის (გავიდა უკვე ზამთარი:დ) და ის  ultimate luxury, რომლის გადმოცემაც ამ ვიდეოზე უკეთ შეუძლებელია.


სარეკლამო კამპანიაში, რომელიც დოლჩე და გაბანამ გააკეთა ამ ჩანთისთვის, სარეკლამო სახედ შეირჩა მადონა. მასზე არჩევანი გაკეთდა, როგორც იტალიური წარმომავლობის მქონე ცნობილ სახეზე, რომელიც ყველაზე მეტად გადმოსცემდა იმ სამხრეთულ ტემპერამენტს და ემოციას, რასაც ჰქვია la sicilianità.
 რამოდენიმე სურათი ამ სარეკლამო კამპანიიდან და  მადონა casalinga disperata-ს როლში.