მკაცრი, ელეგანტური, დახვეწილი, არც ერთი ზედმეტი დეტალი. ეს არის ჩანთა ’მის სიცილია’, ჩანთა, რომელზეც როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, შთაგონებულია სამხრეთელი იტალიელი ქალის ხასიათით და ტემპერამენტით. ამიტომაც ჰქვია სახელი ’მის სიცილია’.
როგორ იქმნებოდა ...
შავი ფერის კლასიკური ვარიანტი, რაც ვიდეოშია, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტად გადმოსცემს ხასიათს. ძალიან, ძალიან მაგარია. არც ერთი ჩანთა, განსაკუთრებით შავი ფერის, ასე არ მომწონებია. ზუსტად ჯდება ჩემს ხასიათში. როგორც ამბობენ, true handbag porn :)
მოკლედ არის ”მის სიცილიის” უამრავი ვარიანტი, სხვადასხვა ფერის, ფაქტურის, ორნამენტის...ზამთრის კოლექციისთვის სჭარბობს ბეწვი, ხოლო ზაფხულისთვის განკუთვნილი მოდელები არის უფრო მსუბუქი, ღია.
ჩემთვის ტყავის კლასიკური მოდელები არის უკონკურენციო. შავი ფერის, როგორც ვთქვი, ყველას სჯობს (წითელსაც კი მირჩევნია), მაგრამ არც სხვა ფერებს დავიწუნებდი :)
აქტუალურია ყაისნაღით გაწყობილი მოდელები. სტილი, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია, მაგრამ, ჩემი აზრით, ის მთავარი შტრიხი აქვს დაკარგული, სიმკაცრის და სისადავის, რაც ტყავის მოდელებში იგრძნობა. ”მის სიცილიის” მთელი ხიბლი კი ჩემთვის იმ სიმკაცრესა და სწორხაზოვან დეტალებშია.
ესეც ბეწვის ახალი მოდელები 2011 ზამთრის კოლექციისთვის (გავიდა უკვე ზამთარი:დ) და ის ultimate luxury, რომლის გადმოცემაც ამ ვიდეოზე უკეთ შეუძლებელია.
სარეკლამო კამპანიაში, რომელიც დოლჩე და გაბანამ გააკეთა ამ ჩანთისთვის, სარეკლამო სახედ შეირჩა მადონა. მასზე არჩევანი გაკეთდა, როგორც იტალიური წარმომავლობის მქონე ცნობილ სახეზე, რომელიც ყველაზე მეტად გადმოსცემდა იმ სამხრეთულ ტემპერამენტს და ემოციას, რასაც ჰქვია la sicilianità.
რამოდენიმე სურათი ამ სარეკლამო კამპანიიდან და მადონა casalinga disperata-ს როლში.
No comments:
Post a Comment