არა, რამე სკანდალურს არ ეხება ეს თემა :) კაბებზე უნდა დავწერო მარტო :) რაც ჩვენი საიტი აღარ ფუნქციონირებს, იმის მერე არც დამიწერია არაფერი, არადა მივხვდი, რომ მომნატრებია თვითონ თემაც და სტატიების წერაც. თან ამ საკითხში რაღაც ცოდნაც დამიგროვდა (ძაან ხმამაღლა გამომივიდა ეხლა ’ცოდნა’ :)) და მოკლედ დავიწყოთ კაბებით.
ნეიმან მარკუსზე ჩემი ხანგრძლივი ბოდიალის და ბოლო 2 წლის განმავლობაში კაბების შეკერვის მანიამ უფრო ღრმად ჩამაფიქრა საკითხზე და გადავწყვიტე, საფუძვლიანად მომეკიდა ხელი ამ თემისთვის:)
როგორც გავარკვიე, არსებობს 3 ძირითადი კატეგორია (კაბის მოდელი), რომელსაც შემდეგ ეფუძნება სხვადასხვა სტილისა და ფორმის კაბა.
ფორმა #1
ეგრეთ წოდებული tent dress ( იგივე shift dress / tank tress ) - ეს არის მხრებიდანვე გაშვებული კაბა, შეიძლება იყოს როგორც სახელოთი, ასევე უსახელოდ. მისი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ არ აქვს გამოკვეთილი წელის ხაზი, ჩამოშვებულია თვისუფლად თეძოებზე და არ გამოკვეთს მათ.
ფორმა #2
A line dress - როგორც ამბობენ, ეს არის ”კლასიკა კლასიკას შორის”. სახელწოდებიდან გამომდინარე, კაბას აქვს სამკუთხედის ფორმა. ტანზეა მომდგარი წელს ზემოთ და გაშვებულია ქვემოთ.
ეს სტილი უხდება თითქმის ყველა ტანის ფორმას, რამდენადაც მალავს პრობლემურ თეძოებს და ყურადღება გადააქვს ტორსზე.
მოკლედ, ჩემი დაკვირვებით, ეს სტილი ყველას კი შეიძლება მოუხდეს, მაგრამ განსაკუთრებით მომგებიანია იმისთვის, ვისაც ცუდი თეძო ( აქ იგულისხმება როგორც ზედმეტად ფართო, ასევე ძალიან ვიწრო თეძო )აქვს, ასევე მუცელი. ასეთი ფორმის კაბით წელი გამოიყოფა (თუნდაც რომ არ ჰქონდეს წელის ხაზი) და კაბის გაშვებულ, წელს ქვემოთ ნაწილში ასე თუ ისე იფარება არამომგებიანი ქვედატანი. კარგი დეკოლტის შემთხვევაში კი ყურადღება საერთოდ ზემოთ გადადის და თეძოები ვიღას ახსოვს :)
ამ კატეგორიაში შედის ჩემი საყვარელი DVF -ის კაბა-ხალათები. მე თვითონ ეს სტილი იმიტომაც მომწონს, რომ პრობლემური თეძო შეიძლება სულაც არ გქონდეს, მაგრამ არ გინდოდეს ყოველ დღე ტანზე მომდგარი კაბა. A line სილუეტი კი თან ქალურიცაა და ამავე დროს პრაქტიკული. სწორი ფერების და ნაჭრის ფაქტურის შერჩევის შემთხვევაში კი ძალიან კარგი შედეგის მიღწევა შეიძლება :)
როგორც მახსოვს, კაბებზე ექსპერიმენტი ზუსტად ამ სტილით დავიწყე და ის პირველი ცისარტყელას ფერების კაბაც ძალიან მიყვარს :)
ფორმა #3
sheath dress - ეს არის ჩემი იდეალური კაბის ფორმა. მთლიანად ტანზე მომდგარი კაბა, რომელიც ხაზს უსვამს ქალის ფიგურას. წელის ხაზი შეიძლება ჰქონდეს გამოკვეთილი, შეიძლება - არა. სიგრძე - ძირითადად მუხლებამდე. როგორც ამბობენ, ამ კაბის მთავარი მესიჯი არის ”თამამი და ბუნებრივი” და არა ”გაკვეხებული” (უკეთესი სიტყვა ვერ მოვიფიქრე), ანუ არ არის აუცილებელი, რომ იდეალურად გამხდარი იყო, იმისთვის, რომ ეს ფორმა მოირგო. უბრალოდ რამდენიმე ზომით პატარა კაბაში არ უნდა ჩაეკვეხო, რადგან ყველამ ვიცით, როგორ სამარცხვინოდ შეიძლება ამოიბურცოს ჩვენი ქონები ალაგ-ალაგ :)))
მოკლედ ეს არის და ეს. მარტო ამ 3 ფორმას ეფუძნება შემდეგ ყველა კაბა. თუმცა, ზუსტად აქ იწყება ყველაზე საინტერესო :)
საყელოს, სახელოს, წელის ხაზის და სხვა უამრავი დეტალის მიხედვით ყველა სტილის კაბას აქვს თავისი სახელი. სამწუხაროდ, ინგლისურიდან მათი სახელწოდებების ქართულად თარგმნა ზოგჯერ უაზრობაა, მაგრამ, ნუ, მთავარია, შინაარსი იყოს გასაგები :)
boat neck / bateau neck dress - სწორი, ჰორიზონტალური საყელოს ხაზი გადასული თითქმის მხრებამდე. სახელწოდება მოდის მეზღვაურების ზედატანების სახელიდან, რომლებსაც ჰქონდათ ზუსტად ასეთი ყელი, წყალში გადავარდნის შემთხვევაში ადვილად რომ გაეძროთ ტანიდან :)
v-neck dress - სახელწოდებიდან გამომდინარე v-ს ფორმის ჩაჭრილი საყელო (’სერცე’ გულის სახელით გამიგია მე :))
square-neck dress - ესეც სახელიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ ოთხკუთხედი ფორმის საყელოს გულისხმობს.
scoop neck dress - მრგვალი ( წრიული ან U ფორმის მსგავსად) ამოჭრილი ყელი.
turtleneck dress - როლინგის ფორმის ყელი და შესაბამისად ასეთი კაბა.
batwing dress - კაბა ე.წ. ღამურა სახელოებით.
dropwaist dress - ეს არის კაბა, რომელსაც წელის ხაზი აქვს ბუნებრივი წელის ხაზიდან უფრო ქვემოთ. ასეთი სტილი არ უხდებათ ფართო თეძოების მქონე ქალებს, რადგან წელის ხაზის ქვემოთ გადატანით ამ ადგილებს მოცულობა ემატებათ და აქცენტი გადადის თეძოზე. არც დაბალ ქალებს უხდებათ, იმიტომ რომ დაბლა ჩამოტანილი წელის ხაზი ვიზუალურად ზედატანს აგრძელებს და ქვედატანს ამოკლებს, შესაბამისად შედეგი არასასურველია.
wrap dress - კაბა-ხალათი (ამაზე მერე დაწვრილებით დავწერ:) თავის დროზე dvf-მა ახალი ფურცელი დაწერა მოდის ისტორიაში :)
ponte dress - ამ სახელს ძალიან ხშირად შევხვედრილვარ და როგორც გავარკვიე, უფრო ნაქსოვის ტიპს ეხება, რომელიც არის მდგრადი, თან ნახევრად წელვადი და შესაბამისად ასეთი კაბა არის ხოლმე ტანზე მომდგარი.
mesh dress - რამდენადაც სახელწოდება ’ბადეს’ ნიშნავს, ასეთი კაბები ან მთლიანად ან ნაწილობრივ ბადისნაირი ქსოვილით არის ხოლმე გაწყობილი.
one-shoulder dress - ნუ, ეს გასაგებია, მაგრამ მაინც დავწერე, იმიტომ რომ მიყვარს ასეთი კაბები :) ზედა სურათზეა ზუსტად.
cold-shoulder dress - კაბა, რომლის სახელოებიც მხრებიდან მოყოლებული ბოლომდე ან ნახევრად სიგრძეზეა ჩაჭრილი.
keyhole dress - ესეც წინ ამოჭრილი კაბაა, ახსნა ცოტა ძნელია, მაგრამ სურათზე კარგად ჩანს, როგორ ჭრილს გულისხმობს.
sweatheart dress - ზუსტად შესაბამისი სახელი აქვს :) გულის ფორმის ჭრილის მქონე კაბა. ხშირად საქორწილო და საღამოს კაბებს აქვს ხოლმე მსგავსი ფორმა.
slash dress - ასეთ კაბაში ნაჭრის 2 ფენა ედება ერთმანეთს, ზედა ნაწილი იჭრება/ისერება, საიდანაც ჩანს ქვედა ფენა, რომელიც სხვა ფერის არის ხოლმე და ეს ქმნის კონტრასტს.
bubble dress - ქვემოთ მოჭერილი კაბა. ერთი პერიოდი ჩვენთან იყო მასიურად. ერთი ცალი მეც შემომეყიდა.
tiered skirt dress - კაბა ჰორიზინტალური ფენებით. ეს ფენები ერთმანეთზე დადებულია ის, რომ თითოეული ქვედა ფენა უფრო ფართოა, ვიდრე ზედა.
tiered skirt dress - კაბა ჰორიზინტალური ფენებით. ეს ფენები ერთმანეთზე დადებულია ის, რომ თითოეული ქვედა ფენა უფრო ფართოა, ვიდრე ზედა.
combo dress - იმდენი ვეძებე რა შეიძლება ყოფილიყო, ბოლოს რუსულად მიშველა გუგლმა და აღმოჩნდა, რომ კომბინირებული კაბის შემოკლებული ვერსიაა (ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, ნუ, სავარაუდოდ, ეგრეა).
bishop sleeve dress - ეს არის კაბა, რომლის სახელოებიც რაღაცნაირად ფართოა და იმ ადგილას, სადაც უნდა შეიკრას, ერთად იყრის თავს (მაგრად ავხსენი რა :)))
empire dress - მაღალი წელი, ზოგჯერ თითქმის მკერდს ქვემოთ. ვიზუალურად აგრძელებს სილუეტს, ამიტომ უხდებათ მათ, ვისაც სიმაღლის პრობლემა აქვს. ასევე სქელი წელის შემთხვევაშიც კარგი ვარიანტია, რამდენადაც არ გამოკვეთს მას. შეიძლება ხაზის გასმა მკერდზე.
polka dot dress - ჩვენებურად ’კოპლებიანი’ კაბა :) პოლკა, როგორც ვიცით, ცეკვის სახელწოდებაა, თუმცა, როგორც ვიკიპედია გვამცნობს, კონცეპტუალური კავშირი მათ შორის არ არისო :) უბრალოდ, როცა ეს ცეკვა იყო მოდაში, ეს კაბაც მაშინ შემოსულა და cobranding-იც შემდგარა :)თან ისეთი, რომ ფრენკ სინატრასაც კი მიუძღვნია სიმღერა:)
here it is: polka dress and moonbeams
shawl-collar dress - კაბა ფართო ყელით, რომელიც იშლება მკერდზე, მხრებზე, შეიძლება იყოს ჩაჭრილი წელამდე.
babydoll dress - 1956 წელს ფილმ babydoll-ით კაროლ ბეიკერის მონაწილებით მოდაში შემოვიდა ღამის პერანგი, რომელიც კეროლის ბავშვური ხასიათის გმირს ეცვა ფილმში. სტილი დაიხვეწა და ღამის პერანგიდან იქცა ქალურ, მსუბუქ, სექსუალური სტილის კაბად. თუმცა ეს ბავშვური შტრიხი ყველა შემთხვევაში დარჩა ამ სტილის კაბას. კარგად მიდის wedges-ებთან. შეიძლება აქცენტის გაკეთება მკერდზე. ხშირად არის ხოლმე მოკლე, ასევე მუხლებამდე. როგორც გვეუბნებიან, დაბალ ქალებს ერთი ფერის ნაჭრისგან შეკერილი ბეიბიდოლი უფრო უხდებათ, ხოლო მაღლებმა შეიძლება თამამად ჩაიცვან მკვეთრი პრინტებით გაწყობილიო. დაბლებს ასევე ურჩევენ სიგრძით შედარებით მოკლეს, რადგან ეს ვიზუალურად აგრძელებს ფეხს. მთავარია, ზედმეტად გადამტკბარი არ იყოს.
shirt dress - ეს არის კაბა, რომლის რაღაც დეტალები აღებულია მამაკაცის პერანგიდან (საყელო, ღილები, სახელო), აქვს წელზე ნაკერი ან ქამარი.
to be continued :)
No comments:
Post a Comment