Friday, December 17, 2010

loafer - ფეხსაცმელი უსაქმურებისთვის

ფეხსაცმელების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მაქვს, ნუ, არ მაქვს როგორ, ძალიან მიყვარს კონკრეტული სტილის ფეხსაცმელი, ’ლოდოჩკა’, წითელი ფერის განსაკუთრებით და რომ მკითხონ ტანსაცმლის და აქსესუარების მთელი სპექტრიდან რას ავირჩევდი, ეს იქნებოდა წითელი ფეხსაცმელი. მოკლედ კი მქონია განსაკუთრებული დამოკიდებულება და ეგაა :)))
ანუ მგონი მინდოდა, მეთქვა, რომ მამაკაცის ფეხსაცმლის მიმართ არ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, მაგრამ არის ერთი სტილის ფეხსაცმელი, რომელიც მომწონს ძალიან. ნუ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც დავინახავ, რომ აცვია, ყველა მომწონს:)) მაგრამ ადრე შემთხვევით გადავაწყდი სახელწოდებას ინგლისურად (მაგათ ხომ უყვართ ყველაფრისთვის ცალ-ცალკე სახელის დარქმევა) და სახელიც ისეთი იყო, გარკვეული ემოცია შემექმნა, ამიტომაც თავის დროზე ჩვენს საიტზე label.ge -ზე დავწერე და ეხლა გადავწყვიტე, რომ რომელი სტატიებიც მიყვარდა, ისინი გადმოვაკოპირო აქ :)


loafer - უსაქმური, მოხეტიალე. სწორედ ასე ითარგმნება ეს ინგლისური სიტყვა, რომელსაც უკვე რამოდენიმე ათწლეულია უწოდებენ ფეხსაცმელს ოქროსფერი ბალთა-შესაკრავით.
loafer-ები პირველად წარმოებაში გაუშვეს მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სპოლდინგის ოჯახის წარმომადგენლებმა ნიუ-ჰემპშირიდან და მათვე უწოდეს ფეხსაცმელს ეს სახელი.
ფეხსაცმლის ეს მოდელი ძალიან ჰგავდა მოკასინებს, მაგრამ განსხვავდებოდა მისგან ლანჩის არსებობით და სქელი, დაბალი ქუსლით.
50-იანი წლების დასაწყისში loafer-ების გაყიდვას თავისი სამარკო ნიშნის ქვეშ იწყებს კომპანია გუჩი. loafer -ების განმასხვავებელი ნიშანი გახდა მოოქროვილი ბალთა-შესაკრავი, რომელიც სიარულისას მსუბუქად წკარუნობდა. ეს დეტალი დღემდე შემორჩა და წარმოადგენს გუჩის ფეხსაცმლის განმასხვავებელ ნიშანს.
70-იან წლებში loafer-ები ხდება უაღრესად პოპულარული. ჩნდება მისი მოდელი ქალებისთვის და loafer-ები თამამად იმკვიდრებენ ადგილს ყველა თავმოყვარე ევროპელისა თუ ამერიკელის გარდერობში.
loafer-ების პოპულარულობის საიდუმლო : უნივერსალურობა და მოხერხებულობა. მისი ტარება შეიძლება საქმიან შეხვედრებზე მკაცრ კოსტიუმთან, სეირნობისას საზაფხულო შორტებთან, ჯინსებთან და ბლეიზერთან.

ერთი რამე, რაც ძალიან არ მომწონს ისაა, რომ ამ დახვეწა-გათანამედროვების პროცესში ფეხსაცმელი გარკვეულწილად კი გაუმჯობესდა, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაც დამატებითი ზედმეტი შტრიხები შეიძინა, რომელიც სასტიკად მაღიზიანებს (რაღა ეშველება მოდის სამყაროს:)). სხვადასხვა ფერების კომბინაციის გამოყენებით და რაღაც ელემენტების დახვეწით უფრო ქალური და შესაბამისად ზედმეტად მოდური და გადაპრანჭული გახდა. მაგალითად, ასეთები:


როგორიც მომწონს, ესაა აუცილებლად ერთი ფერის, (შავი, მუქი ყავისფერი, მუქი ლურჯი ან ნაცრისფერი) , ტყავთან შედარებით უკეთესად გამოიყურება ’ზამშის’ ფაქტურის , რომელსაც აქვს მინიმალური დეტალები. დაახლოებით ასეთი:

არა, ფეხსაცმელი ფეხსაცმლად, მაგრამ სახელი კი მაინც მაგარი აქვს რა :)))



No comments:

Post a Comment