პარკ ავენიუზე მდებარე შენობის ერთ-ერთ ოფისში დგას ფიგურა, რომელიც ძალიან ჰგავს ჟაკლინ კენედის. ის, რაც ამ ფიგურას ერგება, ასეთივე წარმატებით გამოიყურება ჟაკლინ კენედის ტანზე. ძვირადღირებული ქსოვილები იჭრება, იკერება და როცა ყველაფერი სრულდება, შედეგების ნახვა უკვე ფოტოებიდან შეიძლება, რომელიც ყვითელ პრესაში ჩნდება.
ეს სამუშაო ოთახი ორ ქალს ეკუთვნის: სოფის და ნონას, რომლებიც ერთობლივად მართავენ Chez Ninon-ს.
Chez Ninon - პატარა, ძვირადღირებული ატელიე, რომელიც ძვირდაღირებული და ექსკლუზიური იყო მანამდეც, სანამ ის მის კენედის ფავორიტი გახდებოდა. უბრალოდ ახლა მესაკუთრეები შიშობენ, საზოგადოების ზედმეტი ყურადღების გამო კენედიმ გული არ აიცრუოს მათ სალონზე. ამის შანსი კი რეალურად ძალიან მცირეა, რადგან ამ სალონს აქვს სწორედ ის, რაც ჯეკი კენედის მოსწონს: პერსონალურად მორგებული ტანსაცმელი გადმოღებული პარიზის საუკეთესო დიზაინერებისგან. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ამერიკული საზოგადოება ფრანგი დიზაინერებისადმი გასნაკუთრებული სიყვარულის გამო მას ფრანკოფილიას სწამებდა და იყო მოთხოვნა, ამერიკის პრეზიდენტის მეუღლეს ტანსაცმელი ამერიკელ დიზაინერებთან შეეკერა, ეს ატელიე კენედის ნამდვილი აღმოჩენა ხდება.
ნონამ და სოფიმ ბიზნესი 1928 წელს დაიწყეს, ზუსტად ერთი წლით ადრე, ვიდრე კენედი დაიბადებოდა. ”ერთ დღეს ნონამ დამირეკა. ქმარი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და სასოწარკვეთაში იყო. რამე უნდა გავაკეთოთ, რომ დაკავებული ვიყო. იმ დროს ქალები არ მუშაობდნენ და არც ჩვენ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. დავიწყეთ ფიქრი ტანსაცმლის სალონის გახსნაზე".
საოჯახო კავშირებისა და მეგობრების საშუალებით ნიუ იორკსა და ვაშინგტონში ნონასა და სოფის კლიენტების ნახვა არ გასჭირვებიათ.
წელიწადში ორჯერ ვიზიტი პარიზში. ”ზოგიერთი ლანვინზე გიჟდება. ზოგი ნინა რიჩსა და კარდენს აღმერთებს. ზოგს ჟივანში და ბალენსიაგა მოსწონს”. სწორედ ამიტომ ისინი იღებენ ცოტ-ცოტას ყველასგან: ორიგინალების შეძენის შემდეგ ყიდულობენ ქსოვილებს, ღილებს, მაქმანებს, უკან სახელოსნოში დაბრუნებულები ქმნიან მოდელებს და გამოაქვთ საჩვენებლად. მნიშვნელოვანი კლიენტებისთვის ეწყობა კერძო ჩვენება. თუ მოითხოვს, კენედი პირველად ნახულობს ახალ მოდელებს.
როცა კლიენტი უკვეთავს პიჯაკს ან კაბას, რომელიც უკვე შეკვეთილი იყო სხვის მიერ, ამაზე მას აუცილებლად აფრთხილებენ. არ უნდათ, ისევ ისეთი უხერხული მომენტი განმეორდეს, როდესაც ერთ-ერთი მათი კლიენტი თეთრ სახლში ჯეკი კენედის გადააწყდა ზუსტად იგივე კაბით.
კენედის ცნობილი ვარდისფერი პიჯაკი შეკერილი Chez Ninon-ში 1961 წელს, გადმოღებული შანელის ორიგინალი ვარდისფერი პიჯაკისგან.
Friday, Mar. 23, 1962
No comments:
Post a Comment