ამბობენ, რომ საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მადამ შირაკმა პარიზში გამართულ საიუბილეო ვახშამზე, სადაც ლედი დიანა იმყოფებოდა, სთხოვა დიორის კორპორაციას, შეექმნა ექსკლუზიური საჩუქარი მისთვის. ასე მიიღო საჩუქრად ლედი დიმ "ლედი დიორი" დიორისგან.
ბრიტანეთში დაბრუნებული პრინცესა პრესას შეუმჩნეველი არ დარჩენია ახალი შენაძენით. დიანა წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ღონისძიებას დაესწრო ამ ჩანთით, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა ზოგადად "ლედი დიორის" პოპულარობის.
ჩანთის მარტივი გეომეტრიული ფორმა, დიორის უნიკალური cannage stitching (ბადისებურად დამუშავებული ფაქტურა ამობურცული რომბისებური ელემენტებით) და ჩანთის სახელურზე ჩამოგდებული დიორის თვალისმომჭრელი ლოგო. "ლედი დიორმა" დროს გაუძლო და ladies' lover-ის სახელიც დამსახურებულად დაიმკვიდრა.
21-ე საუკუნე, ინტერნეტი, ბლოგები, ტვიტერი და სოციალური ქსელები...
სარეკლამო კამპანია "ლედი დიორისთვის", რომელიც ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო, მხოლოდ ინტერნეტით გასავრცელებლად შეიქმნა.
ოთხი სიუჟეტი ოთხ სხვადასხვა ქალაქში, მარიონ კოტიარი - ფრანგი მსახიობი და ამ საგის მთავარი გმირი და ოთხი სხვადასხვა სახე: lady noir, lady grey, lady rouge და lady blue. მისტიური, მსუბუქად რომანტიული, სექსუალური და დახვეწილი. ეს არის ამ ფილმებით წარმოდგენილი დიორის სამყარო, რომელმაც ამ კამპანიით დაამტკიცა, რომ შეიძლება იყო ინოვაციური და თანამედროვე ისე, რომ არ დაკარგო ტრადიციები.
Lady Noire, Paris
Lady Rouge, New York
Lady Blue, Shanghai
Lady Grey, London
No comments:
Post a Comment