”მთასვლელობა - ეს არის დაუღალავი ძიება. მიდიხარ, მიიწევ წინ, თუმცა მიზანს ვერ აღწევ. სწორედ ეს არის ამ ყველაფრის განსაკუთრებული ხიბლი - გამუდმებული ძიება იმის, რაც ვერასდროს ვერ იქნება მიღწეული”.
ჰერმან ბული
ჰერმან ბული
ჰერმან ბული (1924 - 1957) - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ალპინისტი. უამრავი რთული ასვლა ალპებში, მათ შორის სოლო ასვლები. პირველი ადამიანი, რომელმაც 8000-იანი მწვერვალი დაძლია მარტომ და ჟანგბადის გარეშე.მისი სოლო ასვლა ნანგა პარბატზე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაგარ მიღწევად, რაც ოდესმე ჰიმალაიას მთებში განუხორციელებიათ. ამასთანავე, ის იყო პირველი მთასვლელი, რომელმაც ე.წ. ”ალპური სტილი” დაამკვიდრა ჰიმალაიების უმაღლეს მწვერვალებზე.
ევერესტი შეიძლება ყველაზე მაღალი მწვერვალია მსოფლიოში, თუმცა ნანგა პაბრატი - დედამიწის სიმაღლით მე-9 წერტილი, პაკისტანში, ჰიმალაიას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ”შიშველი მთა”, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და ძნელად დასაძლევი მწვერვალია, რომელმაც უამრავი ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა. 31 მთასვლელი იყო დაღუპული მანამ, სანამ 1953 წელს ბული თავისი არაჩვეულებრივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის წყალობით გახდება პირველი ადამიანი, რომელიც ამ ზღვარს გადააბიჯებს.

1953 წელი. ჰილარისა და თენსინგ ნორგეის მიერ ევერესტზე წარმატებული ასვლის განხორციელებიდან 36 დღის შემდეფ გერმანელი და ავსტრიელი მთასვლელების ინტერესის საგანი ნანგა პარბატი ხდება.
ექსპედიციის ხელმძღვანელი - კარლ ჰერლიგკოფერი. მისი ორგანიზებული ექსპედიციები ალპინისტურ წრეებში ერთგვარი უნდობლობით სარგებლობს, ამიტომ მას უჭირს გამოცდილი მთასვლელების დაქირავება, თუმცა საბოლოოდ ის ნახულობს რამდენიმე ადამიანს, რომელთა შორისაცაა ჰერმან ბული.
ეწყობა საბაზო ბანაკები I-IV , ააქვთ მოწყობილობა და მარაგები, მაგრამ ზვავი და არასტაბილური ამინდი ხელს უშლის უფრო მაღალი სიმაღლეების აღებას. ამიტომ 30 ივნისს ექსპედიციის ხელმძღვანელი ყველას საბაზო ბანაკში იხმობს. მოულოდნელად 1 ივლისს ამინდი იცვლება. ბული, კემპტერი, ფრაუენბერფერი და ოპერატორი ერტლი, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დაბრუნებული ბანაკში, რადიო ჩართვის შემდეგ ნებართვას იღებენ, რომ გზა გააგრძელონ.
2 ივლისს ბული და კემპტერი აკეთებენ ბანაკს 6 900 მეტრზე. ხოლო ერტლი და ფრაუენბერგერი ბრუნდებიან მე-4 ბანაკში. ამინდი სტაბილური ჩანს. ბულის მიზანია ე.წ. ”ვერცხლის უნაგირამდე” მისვლა 7 450 მეტრზე, რის შემდეგაც უკვე დასაძლევია დიდი პლატო.
3 ივლისს ბული ტოვებს ბანაკს და იწყებს ასვლას. კემპტერი მხოლოდ ერთი საათის შემდეგ უერთდება. თოვლი ნორმალურია, ღამე განათებული. 5 სთ-ზე ბული აღწევს silver saddle-ს და მზეც ამოდის. 3 კმ-იანი პლატო ძალას აცლის. პლატოს ბოლოს სვამს ჩაის, ტოვებს ბარგს და გზა უმსუბუქდება. ამ დროს კემპტერიც აღწევს პლატოს, მაგრამ ბული ძალიან სწრაფად დადის, ამიტომ კემპტერი, რომელიც ხვდება, რომ მას ვერ დაეწევა, უსაფრთხოდ ბრუნდება მე-5 ბანაკში.

2 სთ-ზე 8000 მეტრზე. თუმცა ტექნიკურად ყველაზე ძნელი ნაწილი კვლავ დასაძლევი აქვს და ბოლო 300 მეტრი სულაც არ გამოიყურება მომხიბლავად. ბოლო ძალების მოკრებით საღამოს უკვე მწვერვალზე. სვამს უკანასკნელ ჩაის და არჭობს წერაყინს, პაკისტანის და ავტრიის დროშებს, იღებს სურათებს და დაღამებისას იწყებს დაშვებას. რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მწვერვალზე ბრუნდება და მწვერვალიდან იღებს ქვას მეუღლისთვის საჩუქრად.
1999 წელს ეს წერაყინი ჩამოაქვს იაპონელ მთასვლელს ტეკეჰიდო იკედას და გადასცემს მას ბულის მეუღლეს, ეუხენიას
8000 მეტრზე ბული იძულებულია გაატაროს ღამე საძილე ტომრისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე, რომელიც მას პლატოზე აქვს დატოვებული. ქვის ლოდზე დამდგარი ღამის 9 სთ-დან გამთნიის 4 სთ-მდე ღამეს ათევს ნანგა პარბატის სასიკვდილო ზონაში. ნელ-ნელა კარგავს შეგრძნებებს ფეხებში, მოყინვისგან თავის გადასარჩენად სვამს აბებს. გამთენიისას იწყებს დაშვებას. როგორც იქნა, აღწევს პლატოს და იღებს ზურგჩანთას, თუმცა არც რამის ჭამის და დალევის თავი არ აქვს. ჰალუცინაციებით გატანჯული მწველ მზეში მიდის ბანაკისკენ. წყურვილი აუტანელი ხდება. პერვიტინის მცირე დოზა მას ბოლო ძალების მოკრებაში ეხმარება.
სანამ მე-5 ბანაკში დანარჩენები ბჭობენ იმაზე, თუ როგორ გაარკვიონ ბულის ასავალ-დასავალი მეორე დღეს, ისინი მოულოდნელად ხედავენ ჰორიზონზე მოძრავ წერტილს. ეს ჰერმან ბული იყო. 41 სთ-იანი სოლო დაშვების შემდეგ ის ბანაკში ცოცხალი დაბრუნდა.
ბულს გაუმართლა, რომ ნანგა პარბატიდან დაბრუნდა მხოლოს რამდენიმე მოყინული თითით, მას გაუმართლა, რომ საერთოდ დაბრუნდა ცოცხალი.

1957 წელი. ექსპედიცია ბროდ პიკზე. პაკისტანში, ყარაყორუმის მთაგრეხილზე აღმართული სიმაღლით მე-12 მწვერვალი. ბულის მეწყვილე ამ გასვლაში არის კურტ დიმბერგერი. ისინი ადიან 7900 მეტრზე. აქ ბული ვეღარ აგრძელებს გზას ნანგა პარბატზე მიღებული მოყინვების გამო. თუმცა, როცა დიმბერგერი ადის მწვერვალზე და შემდეგ იწყებს დაშვებას, ხედავს ბულს, რომელმაც მაინც გადაწყვიტა ასვლა. დიმბერგერი და ბული ორივე ერთად ადიან ბროდ პიკზე და შემდეგ მშვიდობით ბრუნდებიან. მთელი გუნდიდან არავის გამოუყენებია ჟანგბადი და მტვირთავები.
ბროდ პიკის წარმატებული დაძლევის შემდეგ ბული და დიმბერგერი ჩოგოლისაზე ასვლას გეგმავენ.
ჩოგოლისა '7668 მეტრი
ბულმა გადაწყვიტა ე.წ. ”ალპური სტილის” გამოყენებით ასვლა, რომელიც მანამდე არავის უცდია ჰიმალაიებში. ტერმინი ”ალპური სტილი” მოგვიანებით დამკვიდრდა. 3 დღეში ისინი ადია 6700 მეტრზე. 28 ივნისს ღამის 5 სთ-ზე ბანაკს ტოვებენ და ასვლას იწყებენ. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ბული ეუბნება დიმბერგერს, რომ ეს არის ყველაზე ბედნიერი დღე მის ცხოვრებაში, რომ ის ყოველთვის ოცნებობდა ასეთ მწვერვალზე ასვლას ბანაკიდან ერთი ამოსუნთქვით. რამდენიმე საათში შტორმი იწყება, რამაც ისინი მიაბრუნა უკან 7300 მეტრზე. მოულოდნელად დიმბერგერი გრძნობს რყევას ფეხქვეშ. ინსტიქტურად ხტება უკან და აგრძელებს დაშვებას.
ცოტა ხნის შემდეგ ჩერდება, რომ დაელოდოს ბულს და გააფრთხილოს, რომ რამოდენიმე წუთის წინ ის ლამის გადავარდა, მაგრამ ბულს ვერ ხედავს. იწყებს ასვლას ზევით და ხედავს, თუ როგორ ეშვება ბული უფსკრულში. მისი სხეული უკვალოდ იკარგება ...

წიგნები
Buhl, Hermann (1999). Nanga Parbat Pilgrimage: The Lonely Challenge.
Hermann Buhl: Climbing Without Compromise by Reinhold Messner
ფილმი
ინფორმაცია და სურათები
http://en.wikipedia.org/wiki/Hermann_Buhl
No comments:
Post a Comment