ბოლოს აღმოჩენილმა ”მის სიცილიამ” კი გადააჭარბა ჰერმესს, მაგრამ ლეგენდა მაინც ლეგენდაა და იყოს ჰერმესის ეს ორი ლეგენდაც: ჰერმესის ”კელი” და ჰერმესის ”ბირკინი”, ჩანთები, რომლებიც ყველა დროის ყველა რეიტინგით მართლა ლეგენდარულია.
ჰერმესის ამ ჩანთას პირველად ”სექსი დიდ ქალაქის” ეპიზოდში მოვკარი თვალი, როცა ამ ჩანთის საყიდლად სამანტას 5-წლიან რიგში დგომას სთავაზობენ და სამანტაც ლუსი ლუს იშველიებს, 5-წლიანი ლოდინი რომ აიცილოს თავიდან.
ნუ, მერე არაფერი, მაშინ მე მაგის მყიდველი არ ვიყავი და არც ეხლა ვარ, მაგრამ სხვა ყველაფერი კარგად იყოს და უჰერმესობას ავიტან როგორმე
შემდეგ ნამდვილი ჰერმესი არა, მაგრამ აქაური მაჩუქეს და მეც დავინტერესდი, რა და როგორ.
ვიზუალური მხარე და ხარისხი თავისთავად, მაგრამ რაც ამ ჩანთას მთავარ მომხიბვლელობას სძენს, ეს მისი ისტორიაა, პლიუს სწორი პიარი და მარკეტინგი, როგორც ყველა წარმატებული ბრენდის შემთხვევაში.
ჩანთის ეს ორი მოდელი საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. თითქმის ყველა საერთო შტრიხი ერთი და იგივეა, ამიტომ სურათებზე ერთი შეხედვით განსხვავება ვერ დავინახე.
გუგალი, ვიკიპედია, რამდენიმე მოდის მოყვარულის ბლოგი და ბურუსიც გაიფანტა.
”კელი”
1956 წელს ჟურნალ "Life"-ში ჩნდება გრეის კელის სურათი, სადაც ის ჩანთით მალავს ფეხმძიმე მუცელს. ამ მომენტიდან ჰერმესის ამ ჩანთას დაერქვა ”კელი” და გახდა საკულტო. გვხვდება სხვადასხვა ზომის, თუმცა, როგორც ამბობენ, ყველაზე მოთხოვნადი მაინც კლასიკური ვარიანტი, ”კელი 32”-ია.
”ბირკინი”
1984 წელს ჰერმესის პრეზიდენტი, ჟან ლუის დუმასი, პარიზი-ლონდონის რეისზე მსახიობ ჯეინ ბირკინის გვერდზე აღმოჩნდება. ბირკინს ჰერმესის ჩანთაში ქექვისას სხვადასხვა რაღაცეები ამოუვარდება და თავისთვის ჩაილაპარაკებს: ”ეს ჩანთები ხომ ისეთი მოუხერხებელია, რომ ვერასდროს ვერაფერს ნახავ”. ის უხსნის დუმასს, თუ როგორი ძნელია, იპოვო ტევადი და თავისუფალი ჩანთა, რომელიც იმავდროულად ქალური და მოხერხებულიც იქნება. მისი იდეალური ჩანთის აღწერის საფუძველზე დუმასი ქმნის პრაქტიკულ და ელეგანტურ მოდელს. ასე გაჩნდა ლეგენდარული ”ბირკინი”.
ის, რაც ორივე ჩანთას აქვს საერთო:
- ჩანთის ღირებულებაში შედის იმის უფლება, რომ მისმა მფლობელმა მიიტანოს ნებისმიერ ბუტიკში და ჩანთა გადაიგზავნება პარიზში, სადაც იმის მიუხედავად, თუ რამდენად ძველია, დაბრუნდება საწყის კონდიციაში...დამატებითი რამდენიმე ასეული დოლარის საფასურად.
- ორივე ჩანთა შესაძლებელია დამუშავდეს კლიენტის სპეციფიკაციების მიხედვით.
- ბოქლომი და გასაღები არის კოდირებული.
- ჩანთის შიდა მხარე, როგორც წესი, მზადდება თხის ტყავისგან, რომელიც შეესაბამება გარეთა ტყავს.
- ჩანთა ცნობილია თავისი მეტალის სამაგრით, რომელიც იკვრება პატარა ბოქლომით (დამალული გასაღები თავისი ტყავის ჩასადებით ჩამოკიდებულია სახელურზე)
ნუ, waiting list-ზე და სხვა დეტალებზე აღარ მაქვს საუბარი.
და რაც მთავარია, განსხვავება:
”კელი”
შედარებით ფორმალური;
ზომით უფრო პატარა და შესაბამისად ელეგანტური;
აქვს ერთიანი პატარა სახელური და ასევე მოჰყვება მხარზე გადასაკიდი გრძელი სახელური.
აქვს ორი სახელური;
შედარებით ღია ტოპით იხსნება უფრო ადვილად.
სულ ეს იყო. მარტო სახელურზე დაკვირვებითაც განსხვავება ნათელია. ესეც ჩემი ”ბირკინი” :)))
No comments:
Post a Comment