Tuesday, December 21, 2010

those little sexy ones

არა, რამე სკანდალურს არ ეხება ეს თემა :) კაბებზე უნდა დავწერო მარტო :) რაც ჩვენი საიტი აღარ ფუნქციონირებს, იმის მერე არც დამიწერია არაფერი, არადა მივხვდი, რომ მომნატრებია თვითონ თემაც და სტატიების წერაც. თან  ამ საკითხში რაღაც ცოდნაც დამიგროვდა (ძაან ხმამაღლა გამომივიდა ეხლა ’ცოდნა’ :)) და მოკლედ დავიწყოთ კაბებით.

ნეიმან მარკუსზე ჩემი ხანგრძლივი ბოდიალის და ბოლო 2 წლის განმავლობაში კაბების შეკერვის მანიამ უფრო ღრმად ჩამაფიქრა საკითხზე და გადავწყვიტე, საფუძვლიანად მომეკიდა ხელი ამ თემისთვის:)

როგორც გავარკვიე, არსებობს 3 ძირითადი კატეგორია (კაბის მოდელი), რომელსაც შემდეგ ეფუძნება სხვადასხვა სტილისა და ფორმის კაბა. 

ფორმა #1
ეგრეთ წოდებული tent dress ( იგივე  shift dress / tank tress ) - ეს არის მხრებიდანვე გაშვებული კაბა, შეიძლება იყოს როგორც სახელოთი, ასევე უსახელოდ. მისი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ არ აქვს გამოკვეთილი წელის ხაზი, ჩამოშვებულია თვისუფლად თეძოებზე და არ გამოკვეთს მათ.

ფორმა #2
A line dress - როგორც ამბობენ, ეს არის ”კლასიკა კლასიკას შორის”. სახელწოდებიდან გამომდინარე, კაბას აქვს სამკუთხედის ფორმა. ტანზეა მომდგარი წელს ზემოთ და გაშვებულია ქვემოთ. 
ეს სტილი უხდება თითქმის ყველა ტანის ფორმას, რამდენადაც მალავს პრობლემურ თეძოებს და ყურადღება გადააქვს ტორსზე.
მოკლედ, ჩემი დაკვირვებით, ეს სტილი ყველას კი შეიძლება მოუხდეს, მაგრამ განსაკუთრებით მომგებიანია იმისთვის, ვისაც ცუდი თეძო ( აქ იგულისხმება როგორც ზედმეტად ფართო, ასევე ძალიან ვიწრო თეძო )აქვს, ასევე მუცელი. ასეთი ფორმის კაბით წელი გამოიყოფა (თუნდაც რომ არ ჰქონდეს წელის ხაზი) და კაბის გაშვებულ, წელს ქვემოთ ნაწილში ასე თუ ისე იფარება არამომგებიანი ქვედატანი. კარგი დეკოლტის შემთხვევაში კი ყურადღება საერთოდ ზემოთ გადადის და თეძოები ვიღას ახსოვს :)
ამ კატეგორიაში შედის ჩემი საყვარელი DVF -ის კაბა-ხალათები. მე თვითონ ეს სტილი იმიტომაც მომწონს, რომ პრობლემური თეძო შეიძლება სულაც არ გქონდეს, მაგრამ არ გინდოდეს ყოველ დღე ტანზე მომდგარი კაბა. A line სილუეტი კი თან ქალურიცაა და ამავე დროს პრაქტიკული. სწორი ფერების და ნაჭრის ფაქტურის შერჩევის შემთხვევაში კი ძალიან კარგი შედეგის მიღწევა შეიძლება :) 
როგორც მახსოვს, კაბებზე ექსპერიმენტი ზუსტად ამ სტილით დავიწყე და ის პირველი ცისარტყელას ფერების კაბაც ძალიან მიყვარს :)

ფორმა #3
sheath dress - ეს არის ჩემი იდეალური კაბის ფორმა. მთლიანად ტანზე მომდგარი კაბა, რომელიც ხაზს უსვამს ქალის ფიგურას. წელის ხაზი შეიძლება ჰქონდეს გამოკვეთილი, შეიძლება - არა. სიგრძე - ძირითადად მუხლებამდე. როგორც ამბობენ, ამ კაბის მთავარი მესიჯი არის ”თამამი და ბუნებრივი” და არა ”გაკვეხებული” (უკეთესი სიტყვა ვერ მოვიფიქრე), ანუ არ არის აუცილებელი, რომ იდეალურად გამხდარი იყო, იმისთვის, რომ ეს ფორმა მოირგო. უბრალოდ რამდენიმე ზომით პატარა კაბაში არ უნდა ჩაეკვეხო, რადგან ყველამ ვიცით, როგორ სამარცხვინოდ შეიძლება ამოიბურცოს ჩვენი ქონები ალაგ-ალაგ :)))

მოკლედ ეს არის და ეს. მარტო ამ 3 ფორმას ეფუძნება შემდეგ ყველა კაბა. თუმცა, ზუსტად აქ იწყება ყველაზე საინტერესო :)
საყელოს, სახელოს, წელის ხაზის და სხვა უამრავი დეტალის მიხედვით ყველა სტილის კაბას აქვს თავისი სახელი. სამწუხაროდ, ინგლისურიდან მათი სახელწოდებების ქართულად თარგმნა ზოგჯერ უაზრობაა, მაგრამ, ნუ, მთავარია, შინაარსი იყოს გასაგები :)

boat neck / bateau neck dress - სწორი, ჰორიზონტალური საყელოს ხაზი გადასული თითქმის მხრებამდე. სახელწოდება მოდის მეზღვაურების ზედატანების სახელიდან, რომლებსაც ჰქონდათ ზუსტად ასეთი ყელი, წყალში გადავარდნის შემთხვევაში ადვილად რომ გაეძროთ ტანიდან :)

v-neck dress - სახელწოდებიდან გამომდინარე v-ს ფორმის ჩაჭრილი საყელო (’სერცე’ გულის სახელით გამიგია მე :))

square-neck dress - ესეც სახელიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ ოთხკუთხედი ფორმის საყელოს გულისხმობს.
scoop neck dress - მრგვალი ( წრიული ან U ფორმის მსგავსად) ამოჭრილი ყელი.

turtleneck dress - როლინგის ფორმის ყელი და შესაბამისად ასეთი კაბა.

split-neck dress - კაბა წინ ჩაჭრილი ყელით.

crew neck dress - მრგვალად ამოჭრილი ყელზე მომდგარი საყელოთი (t-shirt-ებს როგორი ყელიც აქვთ)


cowl neck dress - კაბა დავარდნილი საყელოთი.

batwing dress - კაბა ე.წ. ღამურა სახელოებით.

dropwaist dress - ეს არის კაბა, რომელსაც წელის ხაზი აქვს ბუნებრივი წელის ხაზიდან უფრო ქვემოთ. ასეთი სტილი არ უხდებათ ფართო თეძოების მქონე ქალებს, რადგან წელის ხაზის ქვემოთ გადატანით ამ ადგილებს მოცულობა ემატებათ და აქცენტი გადადის თეძოზე. არც დაბალ ქალებს  უხდებათ, იმიტომ რომ დაბლა ჩამოტანილი წელის ხაზი ვიზუალურად ზედატანს აგრძელებს და ქვედატანს ამოკლებს, შესაბამისად  შედეგი არასასურველია.

wrap dress - კაბა-ხალათი (ამაზე მერე დაწვრილებით დავწერ:) თავის დროზე dvf-მა ახალი ფურცელი დაწერა მოდის ისტორიაში :)

cap-sleeved dress - ეს არის პატარა, ნახევრად აჭრილი სახელოს მქონე კაბა.

peplum dress -  წელზე ზემოდან მიკერებული მოკლე ქვედაბოლო ამ ფურფუშები.

ponte dress - ამ სახელს ძალიან ხშირად შევხვედრილვარ და როგორც გავარკვიე, უფრო ნაქსოვის ტიპს ეხება, რომელიც არის მდგრადი, თან ნახევრად წელვადი და შესაბამისად ასეთი კაბა არის ხოლმე ტანზე მომდგარი.
mesh dress - რამდენადაც სახელწოდება ’ბადეს’ ნიშნავს, ასეთი კაბები ან მთლიანად ან ნაწილობრივ ბადისნაირი ქსოვილით არის ხოლმე გაწყობილი.

one-shoulder dress - ნუ, ეს გასაგებია, მაგრამ მაინც დავწერე, იმიტომ რომ მიყვარს ასეთი კაბები :) ზედა სურათზეა ზუსტად.

cold-shoulder dress - კაბა, რომლის სახელოებიც  მხრებიდან მოყოლებული ბოლომდე ან ნახევრად სიგრძეზეა ჩაჭრილი.

cutout dress - სახელიდან გამომდინარე, ასეთი კაბა ამოჭრილია ხოლმე ალაგ-ალაგ.


keyhole dress - ესეც წინ ამოჭრილი კაბაა, ახსნა ცოტა ძნელია, მაგრამ სურათზე კარგად ჩანს, როგორ ჭრილს გულისხმობს.


flounce dress - ეს არის კაბა, რომელსაც კიდეებზე მიკერებული აქვს რაღაც ქსოვილი, მაქმანი...

sweatheart dress - ზუსტად შესაბამისი სახელი აქვს :) გულის ფორმის ჭრილის მქონე კაბა. ხშირად საქორწილო და საღამოს  კაბებს აქვს ხოლმე მსგავსი ფორმა.


slash dress - ასეთ კაბაში ნაჭრის 2 ფენა ედება ერთმანეთს, ზედა ნაწილი იჭრება/ისერება, საიდანაც ჩანს ქვედა ფენა, რომელიც სხვა ფერის არის ხოლმე და ეს ქმნის კონტრასტს.

flutter sleeve dress - დავარდნილი სახელოებით კაბა.

bubble dress - ქვემოთ მოჭერილი კაბა. ერთი პერიოდი ჩვენთან იყო მასიურად. ერთი ცალი მეც შემომეყიდა.

 tiered skirt dress - კაბა ჰორიზინტალური ფენებით. ეს ფენები ერთმანეთზე დადებულია ის, რომ თითოეული ქვედა ფენა უფრო ფართოა, ვიდრე ზედა.

cape dress/caplet dress - მოსასხამის ფორმის კაბა. დაახლოებით ასეთი:

strapless dress - ესეც ნაცნობი სახელია მეტნაკლებად. კაბა სახელოების გარეშე.

combo dress  -  იმდენი ვეძებე რა შეიძლება ყოფილიყო, ბოლოს რუსულად მიშველა გუგლმა და აღმოჩნდა, რომ კომბინირებული კაბის შემოკლებული ვერსიაა (ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, ნუ, სავარაუდოდ, ეგრეა).

bishop sleeve dress - ეს არის კაბა, რომლის სახელოებიც რაღაცნაირად ფართოა და იმ ადგილას, სადაც უნდა შეიკრას, ერთად იყრის თავს (მაგრად ავხსენი რა :)))



empire dress - მაღალი წელი, ზოგჯერ თითქმის მკერდს ქვემოთ. ვიზუალურად აგრძელებს სილუეტს, ამიტომ უხდებათ მათ, ვისაც სიმაღლის პრობლემა აქვს. ასევე სქელი წელის შემთხვევაშიც კარგი ვარიანტია, რამდენადაც არ გამოკვეთს მას. შეიძლება ხაზის გასმა მკერდზე.


polka dot dress - ჩვენებურად ’კოპლებიანი’ კაბა :) პოლკა, როგორც ვიცით, ცეკვის სახელწოდებაა, თუმცა, როგორც ვიკიპედია გვამცნობს, კონცეპტუალური კავშირი მათ შორის არ არისო :) უბრალოდ, როცა ეს ცეკვა იყო მოდაში, ეს კაბაც მაშინ შემოსულა და cobranding-იც შემდგარა :)თან ისეთი, რომ ფრენკ სინატრასაც კი მიუძღვნია სიმღერა:)

here it is: polka dress and moonbeams

illusion dress - გამჭვირვალე ქსოვილის კაბა (შიფონი, ბადე, წული...)


shawl-collar dress - კაბა ფართო ყელით, რომელიც იშლება მკერდზე, მხრებზე, შეიძლება იყოს ჩაჭრილი წელამდე.
                                             

babydoll dress - 1956 წელს ფილმ babydoll-ით კაროლ ბეიკერის მონაწილებით მოდაში შემოვიდა ღამის პერანგი, რომელიც კეროლის ბავშვური ხასიათის გმირს ეცვა ფილმში. სტილი დაიხვეწა და ღამის პერანგიდან იქცა ქალურ, მსუბუქ, სექსუალური სტილის კაბად. თუმცა ეს ბავშვური შტრიხი ყველა შემთხვევაში დარჩა ამ სტილის კაბას. კარგად მიდის wedges-ებთან. შეიძლება აქცენტის გაკეთება მკერდზე. ხშირად არის ხოლმე მოკლე, ასევე მუხლებამდე. როგორც გვეუბნებიან, დაბალ ქალებს ერთი ფერის ნაჭრისგან შეკერილი ბეიბიდოლი უფრო უხდებათ, ხოლო მაღლებმა შეიძლება თამამად ჩაიცვან მკვეთრი პრინტებით გაწყობილიო. დაბლებს ასევე ურჩევენ სიგრძით შედარებით მოკლეს, რადგან ეს ვიზუალურად აგრძელებს ფეხს. მთავარია, ზედმეტად გადამტკბარი არ იყოს.


shirt dress - ეს არის კაბა, რომლის რაღაც დეტალები აღებულია მამაკაცის პერანგიდან (საყელო, ღილები, სახელო), აქვს წელზე ნაკერი ან ქამარი.



to be continued :)

კინოთეატრი ”პარადიზო”


Magic of Paradiso

     არის რაღაცეები, რომლებიც მოგწონს, არის ისეთი რაღაცეები, რომლებიც ძალიან მოგწონს, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც უბრალოდ შენია. ასეთი აღმოჩნდა ტორნატორეს ეს ფილმი ჩემთვის. თუმცა მე ხომ ყველაფერი უკუღმა უნდა დამემართოს და ამ ფილმამდეც გვიან მივედი, შემოვლითი გზით :) რამდენადაც დიდი კინომანი არასდროს ვყოფილვარ და არც შესაბამისი ცოდნა არ მქონია ამ სფეროსი, ბევრი ისეთი ფილმი არ მაქვს ნანახი, რომელიც ყველა თავმოყვარე ადამიანს ნანახი თუ არა, გაგონილი მაინც უნდა ჰქონდეს.
     დაიწყო ესპანურით, უფრო სწორად ესპანურად გახმოვანებული ფილმების ყურებით. დღეში შემეძლო მეყურებინა 4-5 ფილმისთვის.  უბრალოდ მოსმენა, თუნდაც რომ ბევრი ვერაფერი გამეგო, ძალიან მსიამოვნებდა, შინაარსს ყველა ვარიანტში ვიგებდი და ესე ნელ-ნელა ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ მშვენივრად მესმოდა ყველაფერი. როცა ჩემი ესპანურის ცოდნა ამ და სხვა საშუალებებით მივიდა რაღაც დონეზე, შემდეგ უკვე დავიწყე იტალიური.
  სასწავლო წიგნის ერთ-ერთ თემაში აღმოჩნდა გაკვეთილი იტალიურ კინემატოგრაფიაზე. ნუ, მე როგორც ვთქვი, გონზე არ ვარ ამ თემის. გადავხედე სახელებს და რაღაც ფელინი, როსინის გვერდით ცოტა უცხოდ მომხვდა ტორნატორე :)
   ზუსტად მახსოვს, რომ საღამოს თრეილერის ნახვის პირველივე წუთებზე რაღაც დამემართა, მუსიკა, ხმა, ყველაფერი ერთდ, მოჯადოებულივით ვუყურებდი და ერთი ხუთჯერ მაინც ვნახე თრეილერი. მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა მეყურებინა. პრობლემა ის იყო, რომ იტალიურის სწავლა ერთი თვეც არაა, რაც დაწყებული მქონდა, შესაბამისად ჩემი სიტყვების მარაგი და გაგების უნარი 80 პროცენტი იმაზე მოდის, რომ იტალიური სიტყვები ძალიან ჰგავს ესპანურს (თუ ჟღერადობაში განსხვავებას დაუმუღამებ). უეჭველი ვიცოდი, რომ ფილმი მომეწონებოდა და ამიტომ ბოლომდე შესაგრძნობად აუცილებლად მინდოდა მეყურებინა იტალიურ ენაზე.
     ჩემი აზრით, მთელი თუ არა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხიბლი ამ ფილმის მართლა არის ის, რომ ამ ენაზე ნახო იმისთვის, რომ ბოლომდე შეიგრძნო. და კიდევ, ეს იყო პირველი ფილმი, რომელსაც ესპანურადაც ვუყურე ნაწყვეტებს და მივხვდი, რომ ეს ენა მაგ ფილმის არ იყო (არადა ესპანურად მომწონდა ყველაფერი).
    დიდი წვალებით გადმოვწერე ჯერ ფილმი, მერე ცალკე ტიტრები, გადავხედე, რომ გამეგო უცხო სიტყვები და აი უკვე ამის შემდეგ ჩავუჯექი მშვიდად.
     შეიძლება სულაც არაა გენიალური ფილმი, არც რაღაც სასწაულებრივად კარგი, უბრალოდ მე მივხვდი, რომ ეს ფილმი ბოლომდე შემეხო. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პირდაპირ პარალელებს ვერ გავავლებ საკუთარ ცხოვრებასთან (არადა, ჩემი დაკვირვებით, როცა რაღაც ძალიან მოგწონს, ის ასე თუ ისე ეხმიანება ხოლმე შენს ცხოვრებას) ჩინემა ”პარადიზო” გახდა რაღაც უფრო მეტი იმაზე, ვიდრე ჩვეულებრივი კარგი ფილმი.
    მორიკონეს მუსიკა, რომელსაც შეიძლება უსმინო სუნთქვაშეკრულმა, ალფრედო, უბრალო, კეთილი მოხუცი, ისეთი ადამიანი, როგორიც სულ მინდოდა, რომ გვერდზე მყოლოდა, ტოტო, უბრალოდ ვგიჟდები ამ ბავშვზე და ’პარადიზოს’ მაგია. ამ ფილმის მერე შემიყვარდა ყველაფერი ერთად, კინოც, იტალიაც, ტოტოც, ალფერდოც, მორიკონეც...
     თვითონ ფილმი ძალიან ბევჯერ არ მაქვს ნაყურები, ემოციურად იმდენად მოქმედებს, რომ ხშირად მისი ნახვა არ შემიძლია და გამიჩნდა კიდევ რაღაც უცნაური მომენტი. თითქოს იმდენად ჩემია, რომ არ შემიძლია და არ მინდა მისი ნახვა სხვასთან ერთად. არც მეგობარი, არც არავინ, უნდა ვუყურო მარტო მე.
მაქვს ძალიან ბევრი საყვარელი მომენტები ფილმიდან, რომლებიც შემიძლია ათასჯერ ვნახო.
ძალიან მიყვარს ეს მომენტი, ტოტო და ალფრედო ერთად რომ მოდიან. მანამდე ტოტო პადრესთან ერთდ მოდის და რომ დაინახავს წინ მიმავალ ალფრედოს, მოიმიზეზებს, ვითომ ფეხი იტკინა და ვეღარ დადის. ალფრედო მიუხვდება ეშმაკობას, მაგრამ მაინც დაისვამს თავისთან, ერთად მოდიან და ლაპარაკობენ. Alfreeeedo, რაღაცნაირად რომ ამბობს...



ეს სცენა ისეთი, ისეთი მაგარია, ალფრედო რომ ეთხოვება ტოტოს და არიგებს. ლამის ცრემლები გადმომცვივდა. როცა ეუბნება, რომ ყველაფერი, რასაც გააკეთებს, ისევე უნდა უყვარდეს, როგორც პარადიზო და რომ არასოდეს აღარ დაბრუნდეს უკან... La vita e piu dificile :(



ბოლო ეპიზოდი, სადაც ტოტო ალფრედოს დატოვებულ ფირს ხსნის და იმ სცენების კოლაჟია, რომლებსაც პადრე აჭრევინებდა ხოლმე ფილმებიდან და არ უშვებდა.



ყველაზე მეტად მაინც ეს მიყვარს. ჯარისკაცის და მეფის ასულის ისტორია. თუმცა ამ ამბის მორალს, თუ როგორ ვთქვა, აზრს არ ვეთანხმები ( იმ მე-100 დღესაც უნდა დაელოდო, რომ მერე არ ინანო :) მაგრამ გენიალურად ჰყვება ალფრედო. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი ეს ეპიზოდი და სიტყვებიც ლამის ზეპირად ვიცი...dopo novanta notti era diventato tutto secco, bianco...:((((  




ესეც თვითონ ისტორია (იტალიურად)

Una volta un re fece una festa e c'erano le principesse più belle del regno. Ma un soldato che faceva la guardia vide passare la figlia del re. Era la più bella di tutte e se ne innamorò subito. Ma che poteva fare un povero soldato a paragone con la figlia del re! Basta! Ma, finalmente un giorno riuscì a incontrarla e le disse che non poteva più vivere senza di lei. E la principessa fu così impressionata del suo forte sentimento che disse al soldato:
“Se saprai aspettare cento giorni e cento notti sotto il mio balcone, alla fine, io sarò tua.”

Ma, subito il soldato se ne andò là e aspettò un giorno, due giorni e dieci e poi venti. Ogni sera la principessa controllava dalla finestra ma quello non si muoveva mai. Con la pioggia, con il vento, con la neve era sempre là. Gli uccelli ci cacavano in testa e le api se lo mangiavano vivo ma lui non si muoveva. Dopo novanta notti era diventato tutto secco, bianco e gli scendevano le lacrime dagli occhi e non poteva trattenerle poiché non aveva più la forza nemmeno per dormire...mentre la principessa sempre lo guardava. E arrivati alla novantanovesima notte il soldato si alzò, si prese la sedia e se ne andò via".
 Alfredo: "E non mi domandare qual è il significato io non lo so...se lo capisci dimmelo tu!"


                                                     - - - - - - - - -


Totò: "Ora ho capito perchè il soldato andò via proprio alla fine...bastava un’altra notte e la principessa sarebbe stata sua ma lei avrebbe potuto anche non mantenere la sua promessa e sarebbe stato terribile,sarebbe morto.
Così invece,almeno per 99 notti aveva vissuto nell’illusione che lei fosse lì ad aspettarlo.

 
 
(ინგლისურად)
Alfredo: Once upon a time, a king gave a feast. And there came the most beautiful princesses of the realm. Now, a soldier, who was standing guard, saw the king's daughter go by. She was the most beautiful one, and he immediately fell in love with her. But what could a poor soldier do when it came to the daughter of the king? Well, finally, one day, he managed to meet her, and he told her that he could no longer live without her. The princess was so impressed by his strong feelings that she said to the soldier: "If you can wait 100 days and 100 nights under my balcony, then at the end of it, I shall be yours." Damn! The soldier immediately went there and waited one day. And two days. And ten. And then twenty. And every evening, the princess looked out of her window, but he never moved. During rain, during wind, during snow, he was always there. The bird shat on his head, and the bees stung him, but he didn't budge. After ninety nights, he had become all dried up, all white, and the tears streamed from his eyes. He couldn't hold them back. He no longer had the strength to sleep. All that time, the princess watched him. And on the 99th night, the soldier stood up, took his chair, and went away.

Salvatore: [later in the film, Toto gives Alfredo his interpretation] ... In one more night, the princess would have been his. But she also could not possibly have kept her promise. And it would have been terrible. He would have died. This way, however, at least for 99 days, he was living under the illusion that she was there, waiting for him.

Friday, December 17, 2010

loafer - ფეხსაცმელი უსაქმურებისთვის

ფეხსაცმელების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მაქვს, ნუ, არ მაქვს როგორ, ძალიან მიყვარს კონკრეტული სტილის ფეხსაცმელი, ’ლოდოჩკა’, წითელი ფერის განსაკუთრებით და რომ მკითხონ ტანსაცმლის და აქსესუარების მთელი სპექტრიდან რას ავირჩევდი, ეს იქნებოდა წითელი ფეხსაცმელი. მოკლედ კი მქონია განსაკუთრებული დამოკიდებულება და ეგაა :)))
ანუ მგონი მინდოდა, მეთქვა, რომ მამაკაცის ფეხსაცმლის მიმართ არ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, მაგრამ არის ერთი სტილის ფეხსაცმელი, რომელიც მომწონს ძალიან. ნუ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც დავინახავ, რომ აცვია, ყველა მომწონს:)) მაგრამ ადრე შემთხვევით გადავაწყდი სახელწოდებას ინგლისურად (მაგათ ხომ უყვართ ყველაფრისთვის ცალ-ცალკე სახელის დარქმევა) და სახელიც ისეთი იყო, გარკვეული ემოცია შემექმნა, ამიტომაც თავის დროზე ჩვენს საიტზე label.ge -ზე დავწერე და ეხლა გადავწყვიტე, რომ რომელი სტატიებიც მიყვარდა, ისინი გადმოვაკოპირო აქ :)


loafer - უსაქმური, მოხეტიალე. სწორედ ასე ითარგმნება ეს ინგლისური სიტყვა, რომელსაც უკვე რამოდენიმე ათწლეულია უწოდებენ ფეხსაცმელს ოქროსფერი ბალთა-შესაკრავით.
loafer-ები პირველად წარმოებაში გაუშვეს მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სპოლდინგის ოჯახის წარმომადგენლებმა ნიუ-ჰემპშირიდან და მათვე უწოდეს ფეხსაცმელს ეს სახელი.
ფეხსაცმლის ეს მოდელი ძალიან ჰგავდა მოკასინებს, მაგრამ განსხვავდებოდა მისგან ლანჩის არსებობით და სქელი, დაბალი ქუსლით.
50-იანი წლების დასაწყისში loafer-ების გაყიდვას თავისი სამარკო ნიშნის ქვეშ იწყებს კომპანია გუჩი. loafer -ების განმასხვავებელი ნიშანი გახდა მოოქროვილი ბალთა-შესაკრავი, რომელიც სიარულისას მსუბუქად წკარუნობდა. ეს დეტალი დღემდე შემორჩა და წარმოადგენს გუჩის ფეხსაცმლის განმასხვავებელ ნიშანს.
70-იან წლებში loafer-ები ხდება უაღრესად პოპულარული. ჩნდება მისი მოდელი ქალებისთვის და loafer-ები თამამად იმკვიდრებენ ადგილს ყველა თავმოყვარე ევროპელისა თუ ამერიკელის გარდერობში.
loafer-ების პოპულარულობის საიდუმლო : უნივერსალურობა და მოხერხებულობა. მისი ტარება შეიძლება საქმიან შეხვედრებზე მკაცრ კოსტიუმთან, სეირნობისას საზაფხულო შორტებთან, ჯინსებთან და ბლეიზერთან.

ერთი რამე, რაც ძალიან არ მომწონს ისაა, რომ ამ დახვეწა-გათანამედროვების პროცესში ფეხსაცმელი გარკვეულწილად კი გაუმჯობესდა, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაც დამატებითი ზედმეტი შტრიხები შეიძინა, რომელიც სასტიკად მაღიზიანებს (რაღა ეშველება მოდის სამყაროს:)). სხვადასხვა ფერების კომბინაციის გამოყენებით და რაღაც ელემენტების დახვეწით უფრო ქალური და შესაბამისად ზედმეტად მოდური და გადაპრანჭული გახდა. მაგალითად, ასეთები:


როგორიც მომწონს, ესაა აუცილებლად ერთი ფერის, (შავი, მუქი ყავისფერი, მუქი ლურჯი ან ნაცრისფერი) , ტყავთან შედარებით უკეთესად გამოიყურება ’ზამშის’ ფაქტურის , რომელსაც აქვს მინიმალური დეტალები. დაახლოებით ასეთი:

არა, ფეხსაცმელი ფეხსაცმლად, მაგრამ სახელი კი მაინც მაგარი აქვს რა :)))



ჰიპები, 60-იანი წლების ”ყვავილის შვილები” და მოდა, რომელიც ბრუნდება

გრძელი თმები, დახეული ჯინსები, ფერადი ტანსაცმელი, უამრავი აქსესუარი და პროტესტი საყოველთაოდ მიღებული ნორმებისადმი - ასეთი იყო გასული საუკუნის 60-იანი წლები, ეპოქა, რომელშიც ჰიპებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გადააბრუნეს მოდა და შექმნეს სტილი ყოველგვარი წესების გარეშე.



ჰიპური მოძრაობის დასაწყისი - 1965 წელი;
ადგილი - შეერთებული შტატები;
სუბკულტურის ძირითადი პრინციპი - არაძალადობა;


ჰიპები ატარებდნენ გრძელ თმებს, უსმენდნენ როკ-ენ-როლს, ღებულობდნენ  ნარკოტიკებს, ცხოვრობდნენ კომუნებში, მოგზაურობდნენ ავტოსტოპით, გატაცებულები იყვნენ მედიტაციით და აღმოსავლური რელიგიით, უმრავლესობა იყო ვეგეტერიანელი. რამდენადაც ჰიპები ხშირად გრძელ თმებში იწნავდნენ ყვავილებს და ჰქონდათ ლოზუნგი "Flower Power" ("ყვავილების ძალა"), მათ უწოდებდნენ ”ყვავილის შვილებს”.

უჩვეულო ფერები, ფორმები და სტილი, რომელიც მანამდე საერთოდ არ არსებობდა, კვლავ ბრუნდება ახალ ათასწლეულში, რა თქმა უნდა, ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით.



60-იან წლებში კი ეს ყველაფერი ასე გამოიყურებოდა:
ძველი ჯინსები, აუცილებლად კლოში, ზედ დაკერებული მკვეთრი ფერის საკერებლებით. თუ ჯინსი ვიწრო იყო, შესაძლებელი იყო კიდეებზე გარღვევა და სამკუთხა ნაჭრების ჩაკერება კლოშის მისაღებად.

ზედატანი: ფერადი, ორიგინალური, თავისუფალი სახელოებით, რაც ქმნიდა სიმსუბუქის და ჰაეროვნების შეგრძნებას. გოგონები ატარებდნენ ინდურ სარებს და სარონგებს, სხვადასხვა ფერის აბრეშუმის პერანგებს ფურფუშებით. 

ქსოვილი: ხავერდი, ტყავი, ბატიკა, ინდური ბამბა და აბრეშუმი აღმოსავლური მოტივებით.

ქვედაბოლოს სიგრძე: ერთდროულად მინი, მიდი და მაქსი. მინი-ქვედაბოლო, ქალის სექსუალური თავისუფლების სიმბოლო, სწორედ ამ პერიოდში შემოდის მოდაში. მასთან ერთად მოდაში შემოსული გამჭვირვალე ზედები ბიუსჰალტერის გარეშე კი სექსუალური რევოლუციის დასაწყისს უდებს საფუძველს.
ფეხსაცმელი: რაც უფრო უჩვეულო, მით უკეთესი.
ვარცხნილობა: გრძელი, გაშვებული თმები, რომელსაც ჰიპი საუკუნეში ერთხელ თუ შეიჭრიდა.
აქსესუარები: მცირე ზომის სათვალეები მრგვალი ან კვადრატული ფერადი შუშებით.


 განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საიუველირო მორთულობებს, რომელიც ძირითადად დამზადებული იყო მექსიკური, ინდური და მაროკოული ვერცხლისგან. ატარებდნენ სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს ყურზე, ცხვირზე...ყელსაბამებს აღმოსავლური ეზოთერიკის სხვადასხვა სიმბოლოებით, თავსაბურავებს გაწყობილს ბუმბულებით ან ყვავილებით. 


რაც ყველაზე მთავარია, არცერთი თავმოყვარე ჰიპი არ ჩაიცვამდა ტანსაცმელს რომელიმე კომპანიის ლოგოტიპით. არანაირი ბრენდი, არანაირი სამარკო ნიშანი, მხოლოდ უბრალო, არაძვირადღირებული , მოსახერხებელი და მსუბუქი სამოსი - ასეთი იყო მოდა, რომელიც ”ყვავილის შვილებმა” აჩუქეს მსოფლიოს.

ეს სტატია რაღაც ყველაზე მეტად მიყვარს, მახსოვს სხვადასხვა რაღაცეები მოვიძიე და ისე დავწერე და თან ყველა წინადადების გამართვაზე იმდენს ვფიქრობდი :)

Wednesday, December 15, 2010

მონადირე ვეფხვი, ჩასაფრებული დრაკონი

აშკარად შეუსაბამო სათაურია ეხლა იმაზე, რაზეც უნდა დავწერო, მაგრამ რატომღაც ეს მომივიდა თავში, როცა ვნახე ამოქარგული ვეფხვის სურათი და გავიგე, რომ ეს იყო  ჩინური ქარგვის უძველესი ტექნოლოგიით დამზადებული ნიმუში.

სულ სხვა რაღაცას ვეძებდი. რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ იტალიურ არხზე ვუსმენდი რობერტო კავალის ინტერვიუს და ჩემი დამტვრეული იტალიურით რაც გავარჩიე, ის იყო, რომ კავალი, რომელიც  გატაცებულია ფოტოგრაფიით,  იღებს სურათებს ბუნების პეიჟაზების, ცხოველების და ფრინველების, მოკლედ ბუნებაში არსებულ ფერთა შეხამებას აფიქსირებს და თავის ქსოვილების ქარხანაში ეს სურათები პრინტების სახით გადააქვს თვითონ ქსოვილზე და ამით ფაქტიურად იქმნება ახალი, სრულიად ორიგინალური ქსოვილი. ხოდა მოკლედ ამაზე მინდოდა დაწერა და ინფორაციის ძებნისას ერთ-ერთ ბლოგზე წავაწყდი სურათს, კავალისთან რა შუაში იყო ეს ბლოგი ვერ მივსვდი, მაგრამ სურათმა კი გამომაშტერა. ვუყურებ, ფოტოგრაფიას ჰგავს, მაგრამ არ არის, ნახატსაც ჰგავს, მაგრამ არც ნახატია. აღმოჩნდა, რომ ეს არის ხელით შესრულებული ნაქარგი.
                           ესეც მონადირე  არა, მაგრამ მშვიდად მომზირალი ვეფხვი :)

     ქარგვა ხდება ხელით, აბრეშუმის  ქსოვილზე აბრეშუმისვე ძაფებით. აბრეშუმის ერთი ძაფი  იყოფა რამდენიმე ძაფად, სასურველი შედეგის მისაღწევად ხდება ძაფის 1/4 - დან 1/64-მდე დაყოფა, შესაბამისად საჭიროა მილიონობით აბრეშუმის ძაფი და ასობით ფერთა გამა. საუკეთესო ნამუშევრის შექმნას კი სჭირდება დრო რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე.
      ხშირად ძაფი იმდენად თხელია, რომ შეუძლებელია თვალით მისი გარჩევა.
ხდება რამდენიმე ფენის გაკეთება. მრავალფეროვანი ფერთა გამა საშულებას იძლევა, რომ რაც შეიძლება რეალისტური შედეგი იქნეს მიღწეული.
    ცხოველის ბეწვი ისეთივეა, როგორც რეალურად, ფერები ერთმანეთში გადადის ძალიან მსუბუქად, მზერა ისეთია, როგორც ცოცხალი გამოხედვისას. პორტრეტის შექმნისას კანის სტრუქტურის აღქმა კი ისეთივეა, როგორც რეალური ადამიანის.
    ნიმუშები, რომლებიც დამზადებულია ჩინური კომპანია Suzhou Embroidery-ის მიერ და რომლებიც გასაყიდადაა წარმოდგენილი მათ საიტზე.